მილანის მოდის კვირეულზე Emporio Armani-ს 2024 წლის შემოდგომა-ზამთრის ახალი კოლექციის ჩვენება გაიმართა. ჯორჯო არმანის შექმნილ უახლესი კოლექციის 86-ზე მეტ ლუქს - „su Misura“-ს, ანუ იტალიურ სტილს, ყოველდღიური კოსტიუმები, მთვარისა და ვარსკვლავების ორნამენტებით, ბეწვის ქურთუკები, მონოქრომული, შავი და სპილოს ძვლისფერი კაბები, ცისფერი და ვარდისფერი პრინტები გამოარჩევდა.

უნიკალური პრეზენტაცია ხელოვნური თოვლის მსუბუქი ნაკადის ქვეშ გაიმართა, მოდელები ქოლგებით ხელში გამოდიოდნენ, ბრჭყვიალა კრისტალებით ან ქინძისთავებით გაფორმებული პერანგებით და ბლუზებით, შავი ორგანზას ქვედაბოლოებით და ბადეებით გაფორმებული კაბებით. 

ჯორჯო არმანიმ კოლექციაში დააბრუნა და კიდევ ერთხელ წარმოადგინა როგორც ბერეტები, ისე მრგვალი სათვალეები და მასიური საყურეები, რომლებიც Emporio-სა და Giorgio Armani-ის ადრეულ კამპანიებში ხშირად გვინახავს. 

გარდა მონოქრომული შავი ფერისა, რომელიც კოლექციაში მრავლად იყო, გამორჩეულ ფერთა პალიტრით შექმნილი სამოსიც ვიხილეთ, მათ შორის ჩვენების პირველი ლუქის შემადგენილი ქურთუკი, რომელიც სამი ფერის ბეწვით არის შექმნილი, სადაც შავ ფერს ფიქალის ნაცრისფერი და ჟოლოსფერი წითელი ერწყმის. 

IMG_3967.png 665.31 KB
ელეგანტურობაზე ორიენტირებული ახალი კოლექციის ჩვენება ხელჩაკიდებულმა წყვილმა დახურა და ხავერდის კოსტიუმები, ნახევარმთვარის დიზაინით, ქოლგებით ხელში, თოვლის ფონზე წარმოადგინა.


ფოტოების წყარო: Vogue Runway