ქართველი მუსიკოსი - ნინი ნუცუბიძე #BBWomenInMusic-ის 2024 წლის Global Force-ის ნომინანტთა სიაში მოხვდა. Women in Music არის ღონისძიება, რომელსაც Billboard ატარებს და მთავარი ჯილდო - წლის ქალის ტიტულია.

Billboard Women in Music Awards-ზე ახალი Global Force-ის კატეგორიის ნომინანტთა სიაში მთელი მსოფლიოდან იმ ქვეყნების მუსიკოსი ქალები მოხვდნენ, რომლებშიც Billboard ოფიციალურად მაუწყებლობს, მათ შორისაა საქართველო, არგენტინა, ბრაზილია, ჩინეთი, იტალია და ფილიპინები. ამ ქვეყნებიდან შემსრულებლების, ინსტრუმენტალისტებისა და პროდიუსერების შერჩევის მიზანია მათი შემოქმედება მსოფლიომ გაიცნოს და მუსიკალურ ინდუსტრიაში ინოვიციური წვლილისთვის დამსახურებული აღიარება მიიღონ. 

IMG_4656.png 1.13 MB
Women in Music-ის დაჯილდოება, რომელიც Marriott Bonvoy-მ წარადგინა, YouTube Theatre-ში, ლოს ანჯელესში, 7 მარტს გაიმართა და წლევანდელ დაჯილდოებაზე წლის ქალის ტიტული - Karol G-მ მიიღო. 

,,ქართველმა მუსიკოსმა - ნინი ნუცუბიძემ 2024 წელს უკვე გამოუშვა ორი სინგლი - "Nana Sh-t" და "Girl, You're Gold", ასევე სამი ტრეკისგან შემდგარი EP, სახელწოდებით ,,Paper Planes". ნუცუბიძის შემოქმედებაში ქართული კულტურა ექსპერიმენტულ ელექტრონულ მუსიკას ერწყმის”, - წერს Billboard.