გასული თვის ბოლოს პარიზში, მსოფლიო მოდის კვირეულის ფარგლებში, შოურუმ - Polly King And co-ში Dalood-იც იყო წარმოდგენილი. ქართული ბრენდის მხარდამჭერია Porsche centre Tbilisi, კომპანია, რომლის პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი კულტურული ცხოვრების ხელშეწყობა და მასში აქტიური მონაწილეობაა.
Dalood-მა შოურუმში შემოდგომა-ზამთრის 2024-25 წლის კოლექცია წარადგინა, რომელიც სრულყოფილად აგრძელებს ბრენდის ხელწერას და გვთავაზობს ფემინურ სილუეტებს, კლასიკურ ფერებს და სამოსს, რომელიც ტრენდების გვერდით ხელშეუხებლად ელეგანტური რჩება.
სამოსი, რომელიც Dalood-მა შექმნა მულტიფუნქციურია. ბრენდის დიზაინი და შესრულების ტექნიკა ქმნის სამოსს, რომელიც ათწლეულების განმავლობაში დახვეწილი გარდერობის განუყოფელი ნაწილი იქნება.
პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში მიღწეული წარმატება Dalood-ის, როგორც საერთაშორისოდ აღიარებული ბრენდის სტატუსს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს და ამით მსოფლიოში ქართული მოდის მიმართ ინტერესს უფრო მეტად ამძაფრებს. თავისი საქმიანობით და უნარით, ქვეყნის გარეთ გაიტანოს ქართული პროდუქტი და ასევე ხარისხისადმი ერთგულებით, Dalood ქართული მოდის, როგორც მსოფლიო ინდუსტრიის უნიკალური ნაწილის მნიშვნელობას ზრდის.
დაწერე კომენტარი