ლონდონში, Finsbury-ს პარკთან, ერთ-ერთი კორპუსის კედელზე ახალი Street Art - ქუჩის მხატვრობის ნიმუში  გამოჩნდა, რომელიც გრაფიტის ცნობილ მხატვარს - ბექნსის ეკუთვნის. ეს მან თავდაპირველად საკუთარ ინსტაგრამგვერდზე დაადასტურა და განათავსა სურათები, რომლებიც გადაღებულია ნამუშევრამდე და შექმნის შემდეგ. 

IMG_5217.png 1.37 MB
გადაჭრილი ხის ფონზე, კედელზე მწვანე საღებავია, რაც ქმნის ხის გაცოცხლების, მწვანე ფოთლების ილუზიას, კედლის კუთხეში კი ადამიანის სილუეტია გამოსახული, რომელსაც ხელში სარეცხი აპარატი უჭირავს.
IMG_5218.png 1.69 MB
ანონიმური ბრიტანელი ხელოვანი 90-იანი წლებიდან მოყოლებული მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ქმნის გრაფიტს, მრავალი წელია დიდი პოპულარობით სარგებლობს და მუდმივად ყურადღების ცენტრშია, თუმცა მისი ვინაობა დღემდე მკაცრად გასაიდუმლოებულია.
IMG_5219.png 1.85 MB
ბენქსის უდიდესი როლი მიუძღვის ქუჩის მხატვრობის განვითარებაში, მისი ნახატები თავიდან ვანდალიზმად მიიჩნეოდა, თუმცა დღეს მილიონებად არის შეფასებული და არაერთ გალერეასა და საკოლექციო სახლში შეხვდებით.



ფოტოების წყარო: Banksy