RECKLESS-მა ახალი, შემოდგომა-ზამთრის 2024 წლის კოლექცია გამოუშვა, რომელიც ახალგაზრდების იდენტობას გამოხატავს და მათ საშუალებას აძლევს საკუთარი სტილი და თავისუფლების შეგრძნება განსხვავებული სამოსით გამოხატონ. ახალი კოლექცია ჯინსებს, ჰუდებს, როგორც გრძელ, ისე მოკლე ქვედაბოლოებს, მაისურებს სხვადასხვა წარწერებითა და სიმბოლოებით, ნაქსოვ გამაშებს, გრძელ ხელთათმანებსა და ქუდებს მოიცავს. ბრენდი, რომელიც თითქმის 4 წელს ითვლის, აერთიანებს კოლექციებს, რომლებიც პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში არსებული კრიმინალური კულტურის სამოსის სტილს სხვადასხვა ინტერპრეტაციით წარმოადგენს და ახალგაზრდებს თავისუფლებას შთააგონებს.
ფოტოების წყარო: RECKLESS
ფოტოგრაფი: თორნიკე აივაზიშვილი
დაწერე კომენტარი