BBC Radio 3 ყოველწლიურად ახალი თაობის გამორჩეულ პიანისტს Terence Judd-Hallé-ის ჯილდოს გადასცემს, რაც მნიშვნელოვანი აღიარებაა და როგორც ფულად პრემიას, ისე კონცერტების სერიას მოიცავს. წლევანდელი დაჯილდოების გამარჯვებული პიანისტი, Terence Judd-Hallé-ის ჯილდოს მფლობელი გიორგი გიგაშვილი გახდა, რომელიც ინგლისურ სიმფონიურ ორკესტრთან - Hallé-სთან ერთად მანჩესტერში, The Bridgewater Hall-ში კონცერტს გამართავს. ასევე, იგეგმება ქართველი პიანისტის სოლო კონცერტი და სხვადასხვა მუსიკალური საღამოები. კონცერტების დეტალური განრიგი 2 მაისს გამოქვეყნდება.
გიორგი გიგაშვილი BBC Radio 3-ის ახალი თაობის არტისტების 2-წლიან პროგრამაში 2023 წელს მოხვდა, რომლის ფარგლებშიც 16 აპრილს ქართველი პიანისტი BBC-ის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად დაუკრავს.
ფოტოს წყარო: The Hallé
დაწერე კომენტარი