ლონდონში 16 აპრილს კონცერტი გაიმართება, სადაც ქართველი პიანისტი - გიორგი გიგაშვილი BBC-ის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მოცარტის საფორტეპიანო კონცერტს - No. 2 K. 39-ს დაუკრავს, რომელსაც დირიჟორი ნილ ვენდიტი უხელმძღვანელებს. კონცერტზე ასევე შესრულდება იტალიელი კომპოზიტორების - ჯაკომო პუჩინისა და ალფრედო კაზელას ნაწარმოებები.
გიორგი გიგაშვილი BBC Radio 3-ის ახალი თაობის არტისტების 2-წლიან პროგრამაში 2023 წელს მოხვდა, რაც გულისხმობს ისეთ პრესტიჟულ ორკესტრებთან თანამშრომლობას - კონცერტებს, ფესტივალებსა და ალბომების ჩაწერას - როგორებიცაა BBC Philharmonic, BBC Symphony Orchestra და BBC Concert Orchestra. 1999 წლიდან არსებული პროგრამის - New Generation Artists-ის მიზანია ახალგაზრდა მუსიკოსების საერთაშორისო კარიერული განვითარების მხარდაჭერა. პროგრამაში მონაწილეობდა 90-ზე მეტი მუსიკოსი და ჯგუფი, მათ შორის იყვნენ ქართველები - ლიზა ბათიაშვილი, ხატია ბუნიათიშვილი და მარიამ ბაწაშვილი.
დაწერე კომენტარი