მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში დიდ როლს თამაშობს სკანდინავიური მინიმალიზმი, რომელიც უკვე მრავალი წელია აქტუალურობას ინარჩუნებს. უბრალოება, მინიმალიზმი და პრაქტიკულობა სკანდინავიური ესთეტიკის მთავარი პრინციპებია, რის მიხედვითაც იქმნება სტილი, რომელიც სიმარტივესთან, სისადავესა და დახვეწილობასთან ასოცირდება და თანამედროვე მოდის ტენდენციებს გამოხატავს. სკანდინავიური მინიმალისტური კოლექციები ნეიტრალურ, სადა ფერთა პალიტრას მოიცავს, ზედმეტი დატვირთვის გარეშე, თუმცა ამავდროულად, ინარჩუნებს ელეგანტურობას და მაქსიმალური ფუნქციონალურობით და მცირე დეტალებით შექმნილ ტრენდულ სამოსს წარმოადგენს.
Dressup.ge მომხმარებელს ექსკლუზიური სკანდინავიური ბრენდების მრავალფეროვნებას სთავაზობს, რომელიც მაღაზიის ვებგვერდზე Online Exclusive კატეგორიაშია წარმოდგენილი. აქ ისეთ ბრენდებს შევხვდებით, როგორებიცაა: JJXX, ONLY&SONS, SELECTED FEMME, SELECTED HOMME, VERO MODA, PIECES, VILA, OBJECT, NOISY MAY და Y.A.S
SELECTED FEMME, SELECTED HOMME
ქალისა და მამაკაცის თანამედროვე სამოსის ბრენდი სკანდინავიურ სიმარტივეზეა დაფუძნებული და მაღალი მოდის ხელწერით, დახვეწილი დეტალებით, უმაღლესი ხარისხის მასალებით შექმნილ კოლექციებს სთავაზობს მომხმარებელს, რომელიც ყოველდღიური სტილის სამოსთან ერთად კლასიკურ, ელეგანტურ სტილსაც მოიცავს.
ONLY&SONS
დანიური ბრენდი, რომელიც 1975 წლიდან ქმნის მამაკაცის გამორჩეულ სამოსს, თანამედროვე ტენდენციებისა და მუდმივი კომფორტის ბალანსს სთავაზობს მომხმარებელს. ბრენდის შთაგონების წყარო შემოქმედებითი გარემოა, დაწყებული თანამედროვე ქალაქებით, სადაც ურბანული სუბკულტურები ვითარდება.
VERO MODA
ბრენდი, რომელიც ქალებს აძლევს შესაძლებლობას სამოსის საშუალებით გამოხატოს ინდივიდუალიზმი და უნიკალურობა, 1987 წლიდან არსებობს და სკანდინავიური მინიმალისტური შტრიხებით ქმნის მრავალფეროვან, დახვეწილ და ელეგანტურ კოლექციებს.
NOISY MAY
კიდევ ერთი დანიური ბრენდი, რომლის მთავარი მახასიათებელი ჯინსია, ფართო არჩევანით არის წარმოდგენილი და უამრავ ტრენდულ მოდელს წარმოგვიდგენს. გარდა ჯინსისა, ბრენდი სხვადასხვა სამოსის და მაღალი ხარისხის ქსოვილის ფერად კოლექციებსაც მოიცავს.
JJXX
ჯეკ & ჯონსის ჯინსის მდიდარ ისტორიაზე დაფუძნებული JJXX-ის მთავარი შთაგონება ქალების გაძლიერებაა და ქმნის კოლექციას, რომელიც ქალბატონებს თავს დამოუკიდებლად, თავდაჯერებულად და თავისუფლად აგრძნობინებს. ჯინსების მრავალფეროვან კოლექციასთან ერთად ბრენდი ქმნის ყველა იმ სამოსს, რაც ყოველდღიური დახვეწილი ჩაცმულობისთვის არის საჭირო.
PIECES
კიდევ ერთი დანიური ბრენდი, რომელიც კოლექციებს დამოუკიდებელი ქალების შთაგონების მიზნით ქმნის, 2003 წელს დაარსდა და მოიცავს ყველა კატეგორიას იმისათვის, რომ ქალბატონებმა გარდერობი მრავალფეროვანი სამოსით შეავსონ.
თითოეულ ბრენდს, რომელსაც Dressup.ge-ზე Online Exclusive კატეგორიაში შეხვდებით დახვეწილი, სკანდინავიური მინიმალისტური სტილის კოლექციები აერთიანებს, და კაფსულა გარდერობის ასაწყობად იდეალურ შესაძლებლობებს გთავაზობთ. კოლექციების უმეტესობა უმაღლესი ხარისხის ბუნებრივი ქსოვილებით არის დამზადებული. გარდა ამისა, კოლექციები სხვადასხვა საფასო კატეგორიით არის წარმოდგენილი და ბევრი მათგანი ხელმისაწვდომი ფასითაც გამოირჩევა. მოდის ტენდენციების მიმდევრებისთვის, ტრენდების გათვალისწინებით, მოცემული ბრენდებიდან სამოსი და ფეხსაცმელები შევარჩიეთ, რომელიც დაგეხმარებათ გარდერობის აწყობასა და მასში მრავალფეროვანი, ტრენდული კოლექციის შეტანაში.
შალის პალტო - Selected Femme, Selected Homme, Vero Moda, Noisy May
იმისათვის, რომ ცივ და ქარიან დღეებში განსაკუთრებულად გამოიყურებოდეთ და თან სითბო შეინარჩუნოთ, შალის პალტოები იდეალური ვარიანტია, რომელსაც დრესაპზე სხვადასხვა ფერში შეხვდებით. SELECTED FEMME და SELECTED HOMME ქალბატონებსა და მამაკაცებს ელეგანტური კოლექციიდან მინიმალისტურ შალის პალტოებს სთავაზობს.
ქალბატონებისთვის შალის პალტოს, როგორც Vero Moda-ს, ისე Noisy May-ს კოლექციებშიც შეხვდებით.
“თრენჩი” - ONLY & SONS, Y.A.S
კლასიკად ქცეული ''თრენჩი'' გრილი ამინდების განუყოფელი ნაწილია, შემოდგომა-ზამთრის გარდერობის ყველაზე აქტუალურ ტანსაცმლის სიაში ერთ-ერთი მთავარი - მოსაცმელი დაგეხმარებათ იდეალური ლუქი ააწყოთ, ამისათვის კი დრესაპზე შეგიძლიათ მამაკაცებისთვის ONLY & SONS-ის, ხოლო ქალბატონებისათვის Y.A.S-ის დახვეწილი ‘’თრენჩი’’ შეიძინოთ.
ზამთრის ფეხსაცმელი - Selected Femme, Selected Homme
რაც შეეხება ფეხსაცმელებს, SELECTED FEMME და SELECTED HOMME მომხმარებელს ნატურალური ტყავის, უმაღლესი ხარისხის ბათინკებს სთავაზობს. მამაკაცის ზამშით გაწყობილი, ხოლო ქალბატონების Cowboy-ს სტილის ქუსლიანი ფეხსაცმელი, ტრენდული და ამავდროულად, ძალიან კომფორტულია.
პიჯაკი - Vero Moda, Selected Femme
ქალბატონების გარდერობში აუცილებლად უნდა იყოს Oversized სტილის პიჯაკი, რომელიც ნებისმიერ კაბასთან თუ შარვალთან იდეალურ კომბინაციას ქმნის და საერთო ლუქს მრავალფეროვნებას სძენს, Vero Moda-ს და SELECTED FEMME-ის თავისუფალი სტილის მინიმალისტური პიჯაკები კი იდეალური ვარიანტია.
კლასიკური შარვალი - VILA, Vero Moda, Object, Noisy May
გარდერობის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტი - კლასიკური, გრძელი და გაშლილი შარვალია, რომლითაც შეგიძლიათ ბევრი კომბინაცია შექმნათ. თავისუფალი სტილის შარვლები იდეალურად ერწყმის დიდ, ნაქსოვ სვიტრებს, პიჯაკებს და კლასიკურ პერანგებს.
კაბა - SELECTED FEMME - Vero Moda
კიდევ უფრო ელეგანტური ლუქის შესაქმნელად შეგიძლიათ ზამთრის სუსხიანი ამინდისთვის შესაბამისი თბილი კაბა შეიძინოთ, რომელიც კარგად ეხამება ჩექმებსა და პალტოს.
თბილი შარფი - Selected Homme, Selected Femme
ცივი დღეებისთვის თბილი შარფი ერთ-ერთი საუკეთესო და გამოსადეგი ნივთია, რაც შეგიძლიათ შეიძინოთ. გარდა იმისა, რომ შარფები ძალიან კომფორტულია, ლუქში მრავალფეროვნების შეტანაშიც დაგეხმარებათ.
ეს და სხვა მრავალი სამოსი, ფეხსაცმელი თუ აქსესუარი, რომლებიც სკანდინავიური მინიმალიზმით და დახვეწილობით გამოირჩევა, მხოლოდ Dressup.ge-ზე Online Exclusive კატეგორიაში დაგხვდებათ.
დაწერე კომენტარი