Loewe-ს გაზაფხული-ზაფხულის 2024 წლის უახლესი კოლექციის სახე მსახიობი ტეილორ რასელია. ახალი კოლექციის ფოტოები მოდის სახლის კრეატიულმა დირექტორმა - ჯონათან ანდერსონმა საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე განათავსა. სარეკლამო კამპანია ბრიტანელმა ფოტოგრაფმა - დევიდ სიმსმა გადაიღო, მოდელის სტილზე ბენჟამინ ბრუნომ იმუშავა, მაკიაჟი Soye Lee-ის, ხოლო თმის ვარცხნილობა Jinhee Lim-ს ეკუთვნის.
რასელმა ახალი კოლექციის ელეგანტური სამოსი მოირგო, რომელიც სხვადასხვაგვარ კომბინაციებს მოიცავს - ტყავსა და ჯინსს, ნაქსოვ სამოსს, მრავალფეროვან ფერად ჩანთებს, ბრჭყვიალა სათვალესა და აქსესუარებს.
ტეილორ რასელის სამოდელო დებიუტი სწორედ Loewe-ს ჩვენების გახსნით დაიწყო და მალევე ის ბრენდის ამბასადორადაც აირჩიეს. შარშან მონაწილეობა მიიღო 2023 წლის კოლექციის კამპანიაში, რომელიც იურგენ ტელერმა გადაიღო, იმავე წელს კი შემოდგომა-ზამთრის კამპანიაშიც მოხვდა, დევიდ სიმსის ობიექტივში, ტანგ ვეისთან ერთად.
გარდა Loewe-ისა, მსახიობს მოდელის ამპლუაში ვხვდებით Chanel-ის, BYRDIE-ისა და Prada-ს კამპანიებშიც.
ფოტოების წყარო: Jonathan Anderson
დაწერე კომენტარი