Louis Vuitton Fashion Eye კოლექციის ახალი წიგნი ბრიტანელი ფოტოგრაფის, მარტინ პარის შემოქმედებას, მის მიერ 1998 წლიდან გადაღებულ ფოტოებს მოიცავს. 118 გვერდისა და 106 სურათისგან შემდგარი წიგნი ასახავს გაერთიანებული სამეფოს, დიდი ბრიტანეთის ესთეტიკას, გლასტონბერის ფესტივალს, მეფე ჩარლზ III-ის კორონაციას.

წიგნი განსაკუთრებულად საინტერესოა როგორც მოგზაურების, ისე მოდის მოყვარულთათვის - შეხვდებით ფოტოგრაფის ისეთ ნამუშევრებსაც, რომელიც აქამდე არასდროს გამოქვეყნებულა. როგორც მუშათა კლასის, ისე არისტოკრატთა ცხოვრებას, პიკნიკებს, ქორწილებს, ინგლისის, უელსის, შოტლანდიისა და ჩრდილოეთ ირლანდიის მცხოვრებლების ცხოვრების წესს.

House-ის მოგზაურობის მემკვიდრეობით შთაგონებული Louis Vuitton Fashion Eye კოლექცია წარმოაჩენს ქალაქებს, რეგიონებსა თუ ქვეყნებს მოდის ფოტოგრაფების თვალით. სერიის თითოეული თავი  ფოტოების მრავალფეროვნებას, ბიოგრაფიულ ინფორმაციას და ინტერვიუს ფოტოგრაფთან. Louis Vuitton City Guides-ისა და Travel Books-ის შემდეგ, ეს მესამე გამოცემაა, რომელიც წარმოგიდგენთ მოგზაურობის ფოტოგრაფიას მოდის პერსპექტივით, ფოტოგრაფის უნიკალურ ხედვას კონკრეტული ადგილების მიმართ.


ახალი სერიის ავტორი - მარტინ პარი ხელმძღვანელობდა Magnum Photographic Cooperative-ს 2013 წლიდან 2017 წლამდე, არის ასამდე წიგნის ავტორი და ოცდაათი სხვადასხვა წიგნის რედაქტორი. მისი მრავალფეროვანი ფოტოები და ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ არაერთ პრესტიჟულ გალერეასა და მუზეუმში, მათ შორის - Tate, Pompidou Center-სა და MoMA-ში.


ფოტოების წყარო: Vogue, Louis Vuitton