ვენეციის საერთაშორისო ხელოვნების მე-60 ბიენალე, სახელწოდებით “Stranieri Ovunque - Foreigners Everywhere”, ადრიანო პედროსას კურატორობით ვენეციის ცენტრალურ პავილიონში - Giardini-სა და Arsenale-ში გაიმართება, სადაც ორი სექცია - Nucleo Contemporaneo და Nucleo Storico იქნება წარმოდგენილი. მე-60 ბიენალე, რომლის მთავარი თემა მიგრაცია და დეკოლონიზაციაა, 2024 წლის 20 აპრილს დაიწყება და 24 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. დამთვალიერებელი იხილავს არაერთი უცხოელის, ემიგრანტის, საკუთარი ქვეყნიდან გადასახლებული როგორც ძველი თაობის, ისე თანამედროვე 300-მდე ხელოვანის ნამუშევრებს. Hammock Magazine ვენეციის საერთაშორისო ხელოვნების მე-60 ბიენალეს, ტრადიციულად, თიბისი კონცეპტთან ერთად გააშუქებს. თვალი ადევნეთ ჩვენს ინსტაგრამგვერდს, სადაც ბიენალეს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ მოგიყვებით.
დაწერე კომენტარი