CheckMate-ს წარდგენით თბილისში, Mono Hall-ში 2 მაისს სევდა ალიზადეს, სასცენო სახელით - SEVDALIZA-ს ჰედლაინ შოუ გაიმართება, რომლის ფარგლებშიც მომღერალი, ვიზუალური არტისტი და კომპოზიტორი ქართველი მსმენელის წინაშე თავისი შემოქმედებით წარდგება, რაც აერთიანებს ელექტრონულ, ალტერნატიულ R&B მუსიკას, ტრიპ ჰოპს, ექსპერიმენტულ პოპსა და ავანგარდ პოპს.

CheckMates-ის ღონისძიებების სერია ცნობილია დეტალებისადმი ყურადღებითა და მუსიკისადმი განსაკუთრებული მიდგომით.


ირანში დაბადებულმა და ნიდერლანდებში მცხოვრებმა - SEVDALIZA-მ თავისი ჩანაწერების და ვიდეოკლიპების გამოშვება 2015 წელს დაიწყო, სწორედ ამ წელს გამოუშვა სადებიუტო EP, სახელწოდებით - The Suspended Kid, რასაც მოჰყვა თანამშრომლობა Pussykrew-თან, მუსიკალური ვიდეო ალბომისთვის - "That Other Girl" და ასევე, მეორე EP - Children of Silk.   

square.jpg 619.33 KB
მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ალბომი, სახელწოდებით ISON, 2017 წელს გამოვიდა, რომელიც 16 ტრეკს მოიცავს, მათ შორის ადრინდელ გამოშვებებს - "Marilyn Monroe" და "Amandine Insensible". ალბომის ყდაზე კი გამოსახულია მომღერლის ჰიპერრეალისტური სკულპტურა.


SEVDALIZA-ს შემოქმედებისა და მუსიკის შთაგონების წყარო - იდენტობის ძიება, ქალურობა და დედის ფენომენია. მას უკავშირდება კომპოზიციის - Woman Life Freedom-ის შექმნა, რომელიც ირანელ ქალებს, მათ მიმართ პატივისცემის გამოხატვასა და მხარდაჭერას ეძღვნება.


მომღერალს დღესდღეობით 4 EP ეკუთვნის, მიმდინარე წელს კი უკვე გამოუშვა ახალი სინგლი, სახელწოდებით  "Good Torture", რომელიც მომღერალ  Elyanna-სთან კოლაბორაციაა.