ჰარი სტაილსმა საკუთარი ბრენდი - Pleasing 2021 წელს დააარსა, რომელიც თავდაპირველად ფრჩხილის ლაქებსა და კანის მოვლის საშუალებებს აწარმოებდა, შემდეგ იყო სუნამოების ხაზი დაამატა, ახლა კი ბრენდი მომხმარებელს ტანსაცმლის უახლეს კოლექციას სთავაზობს - რეტრო სტილით შთაგონებულ, 70-იანი წლების დამახასიათებელ, ნათელ და ფერად სამოსსა და აქსესუარებს.

ბრენდის უახლესი ხაზი, სახელწოდებით - ‘’Wet, Hot, Pleasing Summer” - სრულად ეძღვნება ზაფხულს, მასთან დაკავშირებულ განწყობასა და მხიარულებას და სეზონისთვის შესაფერის ორეულებს, მაისურებს, პერანგებსა და შორტებს მრავალფეროვანი პალიტრითა და ორიგინალური პრინტებით წარმოადგენს. 

გარდა ორეულებისა, ახალი კოლექცია ჩანთებს, კეპებსა და საზღვაო პირსახოცებსაც მოიცავს. ხაზი აერთიანებს ისეთ საზაფხულო ფერებს, როგორიცაა - ღია და მუქი ზღვისფერი, წითელი, ლურჯი, თეთრი, ყვითელი, ნარინჯისფერი და იისფერი. 

თითოეულ ნივთს ახალი კოლექციიდან, მრავალფეროვან პრინტებთან და ტალღოვან ზოლებთან ერთად სხვადასხვა გამოსახულებები აფორმებს, მათ შორის - გულის, მზისა და ცისარტყელას სიმბოლოები.


ფოტოს წყარო: Pleasing