მატილდა გვარლიანი Valentino-ს 2024 წლის შემოდგომის ახალ სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობს, რომელიც ცნობილმა ფოტოგრაფმა Robin Galiegue-მ გადაიღო. მატილდასთან ერთად კამპანიაში მონაწილეობენ მოდელები - Athiec Geng, Sofi Damzina, Tida Rosvall, რომელთა სტილზე Joe McKenna-მ იზრუნა. 

კამპანია შემოქმედებით ხელმძღვანელს პიერპაოლო პიჩოლის უკავშირდება, რომელმაც თანამდებობა ბრენდში ათწლეულების მოღვაწეობის შემდეგ, ცოტა ხნის წინ დატოვა და თავისი ბოლო პროექტიც წარადგინა, რომელიც ფილმ Things And Other Things-ისთვის კოსტიუმების დამზადებას მიუძღვნა. პიერპაოლო პიჩოლის კი ალესანდრო მიკელე ცვლის, რომელიც 7 წლის განმავლობაში Gucci-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა, ახლა კი იტალიური მოდის სახლს ჩაუდგა სათავეში და სექტემბერში მის პირველ კოლექციასაც ვიხილავთ. 


ფოტოს წყარო: M.A.P.