ლონდონის Tate Modern-ში Gucci-ს ახალი Cruise 2025 ჩვენება გაიმართა. კრეატიულმა დირექტორმა - საბატო დე სარნომ ახალი კოლექცია ლონდონთან დაკავშირებული მოგონებების შთაგონებით, მემკვიდრეობის და მოდის სახლის ისტორიული ფესვების პატივისცემით, თავისი შემოქმედებითი ხედვითა და თანამედროვეობის გათვალისწინებით შექმნა. Gucci-ს Cruise 2025 ჩვენებაზე მონაწილეობა მიიღო ქართველმა მოდელმა - მატილდა გვარლიანმა, რომელმაც იტალიურ მოდის სახლთან უკვე რამდენჯერმე ითანამშრომლა.
ლონდონის Swinging Sixties-ის აყვავების პერიოდით შთაგონებული ჩვენება მოიცავდა მოდურ სამოსს - დიდი ზომის ქურთუკებს, სხვადასხვა პრინტებს, მათ შორის გეომეტრიულ ფიგურებსა და 3D გვირილებს, პასტელურ, მრავალფეროვან ფერთა პალიტრას, განსაკუთრებული აქცენტით რუჯისფერ ზამშის ქსოვილზე, ბორდოსფერი ტყავისა და ზამშის ტანსაცმელს - კაბებსა და თავისუფალ ჯინსებს.
Gucci-ს კავშირი ბუნების მიმართ უკვე მრავალ წელს ითვლის, ბრენდის ცნობილი პრინტი - „ფლორა“ პირველად აბრეშუმის შარფზე 1960-იან წლებში გამოჩნდა, ასევე იტალიელი ილუსტრატორის, ვიტორიო აკორნეროს დიზაინი, რომელიც მოიცავს 43 სახეობის ყვავილს, მცენარესა და მწერს და ასევე ბრენდის სუნამო - Gucci Bloom, სწორედ ის მოტივებია, რომელიც დიდი ხანია მოდის სახლის მემკვიდრეობის ნაწილია და ბუნების სიყვარულს გამოხატავს. საბატო დე სარნომ წლევანდელი ჩვენება სწორედ ამ მოტივებით, ბუნებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებით შექმნა და სივრცე დაახლოებით 10 000 სხვადასხვა მცენარით გააფორმა.
ჩვენებას ესწრებოდნენ სტუმრები: Alia Bhatt, ქეით მოსი, ალექსა ჩანგი, დუა ლიპა, პოლ მესკალი და დემი მური.
ფოტოს წყარო: Vogue Runway
დაწერე კომენტარი