Gucci-მ ახალი საზაფხულო კამპანია - Gucci Lido წარადგინა, რომელიც შთაგონებულია ზღვისპირა ცხოვრების ხიბლით, იტალიური რივიერათი და ცნობილი სანაპიროებით, რომელსაც პლაჟის კლუბები და „ლიდოები’’ ამშვენებს. მოდის სახლის კრეატიული დირექტორის - საბატო დე სარნოს მიერ შექმნილი და ფოტოგრაფის - Anthony Seklaoui-ს ხედვით აღბეჭდილი კამპანია ზაფხულთან დაკავშირებულ ემოციებსა და სპონტანურობის ელემენტებს ასახავს. Gucci Lido-ს სამხატვრო ხელმძღვანელი რიკარდო ზანოლაა, მოდელების სტილზე კი Alastair McKimm-მა იზრუნა.
ახალი კოლექცია საცურაო კოსტიუმებსა და საკურორტო სამოსთან ერთად, ჩანთების ახალ ინტერპრეტაციებს მოიცავს, ბრენდის საკულტო Gucci Jackie და კლასიკური GG Marmont-ის ჩანთები გვხვდება ჩალის ეფექტით, რაფიისა და ტილოს ვარიაცებით, რომელიც იდეალურად ეხმიანება ზაფხულის ესთეტიკას. ასევე, Gucci Luce და Moon Side ჩანთები, პასტელური ყვითელი და ვარდისფერი პალიტრით, რომლებიც სეზონის მშვიდ, მაგრამ მხიარულ ბუნებას გამოხატავს.
ზაფხულის ახალ კოლექციაში შეხვდებით ყვავილების პრინტით გაფორმებულ პერანგებს, აბრეშუმის თხელ შარფებს, რაფიისა და ვისკოზას პანამებსა და სანდლებს.
Gucci Lido-ს კამპანიის აღსანიშნავად და კოლექციის წარსადგენად, მოდის სახლი პოპ-აპების სერიას მსოფლიოს ყველაზე მოთხოვნად საკურორტო ზონებში ქმნის - პორტო სერვოში, კაპრიში, სენ-ტროპესა და ჰემპტონში, სადაც ზაფხულის ესთეტიკა და სანაპიროს ცხოვრების სტილი განსაკუთრებულად იგრძნობა.
ფოტოების წყარო: Gucci
დაწერე კომენტარი