Balenciaga-მ დემნა გვასალიას შემოქმედებითი ხელმძღვანელობით, ბრენდის საკულტო ჩანთის - Le City Bag-ის ახალი კამპანია წარადგინა, რომლის სახე ბრიტანელი სუპერმოდელი - ქეით მოსია. ახალი კამპანიის გადაღება ფოტოგრაფ მარიო სორენტის ეკუთვნის.
ახალ კამპანიაში ქეით მოსთან ერთად მონაწილეობენ - Mona Tougaard, ჩინელი მსახიობი და მომღერალი Yang Chaoyue და კორეელი მომღერალი Juyeon.
Balenciaga Le City Bag პირველად 2001 წელს გამოვიდა, როდესაც ბრენდის კრეატიული დირექტორი Nicholas Ghesquiere იყო. იმ პერიოდში ჩანთა ცნობილი იყო, როგორც Motorcycle City Bag და დამზადდა მხოლოდ 25 ცალი, მათგან ერთ-ერთს სწორედ ქეით მოსი ფლობდა.
2000-იანი წლების კლასიკის, მოდის ინტერპრეტაციითა და მოდერნიზებული დიზაინით ახალი ჩანთა შექმნილია Arena-ს ტყავისგან და მოიცავს ვინტაჟურ, ვერცხლისფერ დეტალებსა და ლითონის პატარა ბალთებს.
Balenciaga Le City როგორც საშუალო, ისე პატარა, რეგულირებადი ზომებით გამოდის და წარმოდგენილია შავ, ყვითელ, მწვანე, ღია იასამნისფერ, მეტალის ნაცრისფერ და ვერცხლისფერ, თეთრ, ლურჯ და კრემისფერ ფერებში.
ფოტოების წყარო: Balenciaga, Harper's Bazaar
დაწერე კომენტარი