ნიუ-იორკის ქუჩებში, სატვირთო მანქანაზე მასიური, გასაბერი ინსტალაცია გამოჩნდა, რომელიც Alexander Wang-ს ეკუთვნის და ამერიკელი რეპერის - Ice Spice-ის გამოსახულებას ქმნის ფოტოსესიიდან, რომელიც ბრენდის 2024 წლის გაზაფხულის კოლექციის - Nocturna კამპანიის ფარგლებშია გადაღებული. ახალი კოლექცია შთაგონებულია ნიუ-იორკის კულტურით და როგორც ვენგმა თავად აღნიშნა, რეპერი ,,ძლიერ Wang Woman-ს’’ გამოხატავს.                                  

Ice Space-მა მუსიკალური კარიერა 2021 წელს სადებიუტო სიმღერით - Bully Freestyle-ით დაიწყო და მალევე მოიპოვა პოპულარობა, დღეს უკვე არაერთი სიმღერისა და კოლაბორაციული ნაშრომის ავტორია, მისი შემოქმედების ძირითადი მიმართულება - ბრონქსის რეპია.

ცოტა ხნის წინ კი მსმენელს გაუზიარა, რომ დაასრულა სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ალბომის - Y2K-ს ჩაწერა.


ფოტოების წყარო: The Impression, Alexander Wang