Gucci-ს კრეატიულმა დირექტორმა - საბატო დე სარნომ უახლესი კამპანია - Me & my loafers წარადგინა, რომელიც ბრენდის საკულტო Horsebit 1953 Loafer-ის ისტორიის გაგრძელებაა. კამპანიის სახე მსახიობი კინგსლი ბენ-ადირია, რომლის მონაწილებითაც სულ ახლახან ბობ მარლის ცხოვრების შესახებ გადაღებული ბიოგრაფიული ფილმი - Bob Marley: One Love გამოვიდა.
ახალ კამპანიაზე საბატო დე სარნოსთან ერთად რიკარდო ზანოლამ და ემანუელ კანტომ იმუშავეს, კინგსლი ბენ-ადირის სტილზე Alastair Mckimm-მა იზრუნა, მსახიობი კი ფოტოგრაფმა - Heji Shin-მა გადაიღო.
Gucci-ს Horsebit 1953-ის ხაზი, რომელიც ცხენოსნობით არის შთაგონებული, უკვე 70 წელზე მეტია არსებობს და სწორედ ამ ხაზის ლოფერები დიდი ხანია ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხსაცმელია.
ფოტოების წყარო: Gucci
დაწერე კომენტარი