Tom Ford-ის 2024 წლის ზაფხულის კამპანია პიტერ ჰოკინგსის ხელმძღვანელობით კიდევ ერთი კოლექციის წარდგენაა მოდის სახლისთვის, რომლის კრეატიულ დირექტორად შარშან დაინიშნა. ახალი კამპანია რიო და ჟანეიროში ფოტოგრაფმა Robin Galiegue-მა გადაიღო, მოდელების სტილზე Marie Chaix-მა, ხოლო მაკიაჟსა და თმის ვარცხნილობაზე Dick Page-მა და Jimmy Paul-მა იზრუნეს.
Tom Ford უკვე მრავალი წელია ელეგანტურობასა და გლამურთან ასოცირდება, უახლეს კამპანიაში თითოეული მოდელი ბრენდის ხედვის არსს, უნიკალურ ხიბლს წარმოადგენს, კოლექცია ხაზს უსვამს და აღნიშნავს იდეას, რომ სამოსი უნდა იყოს თვითგამოხატვის საშუალება, რითაც ინდივიდი პიროვნებასა და სტილს თავდაჯერებულად წარმოადგენს.
პიტერ ჰოკინგსის ახალ კამპანიაში შავი ფერი სჭარბობს - ელეგანტური კაბები, კომბინეზონები, დიდი ზომის სათვალეები და ოქროსფერი აქსესუარები - შემოქმედებითი ხელმძღვანელი თავის კოლექციებში 1970-იანი წლების განწყობას მიჰყვება.
დაწერე კომენტარი