Versace-მ ახალი Icons კამპანია წარმოადგინა, რომლის სახეებიც ოსკაროსანი მსახიობები - კილიან მერფი და ენ ჰეთევეი არიან. უახლესი კოლექციის Icon კამპანია ცნობილმა ფოტოგრაფებმა - Mert & Marcus-მა გადაიღეს, მსახიობების სტილზე კი - Jacob K-მ იზრუნა. მერფმა დონატელა ვერსაჩესთან ერთად იმუშავა და თავად შეარჩია კამპანიის ვიდეორგოლის საუნდტრეკი - ირლანდიური ჯგუფის Fontaines D.C.-ის „Boys In The Better Land“.
ახალი კოლექციიდან მერფმა ისეთი სამოსი მოირგო, როგორიცაა Versace-ს შავი პიჯაკი Medusa Biggie დეტალით, კრემისფერი თრენჩი, თეთრი ჯინსი, შავი კლასიკური, გაშლილი შარვალი; ენ ჰეთევეიმ კი ტყავის კორსეტიანი კაბა, პიჯაკი ოქროსფერი ღილებით და ჯინსის სამეული.
კილიან მერფისთვის ეს Versace-ს პირველი კამპანიაა, რომელშიც მიიღო მონაწილეობა, ხოლო ჰეთევეი შარშან Versace House's Icons კამპანიაში მონაწილეობდა. დონატელა ვერსაჩე ახალ Icon კამპანიას სამი სიტყვით ახასიათებს: “Strong, Direct, Iconic.”
ფოტოების წყარო: Versace
დაწერე კომენტარი