Jacquemus-მა ახალი -  Le Mariage კამპანია წარადგინა, რომელიც საქორწინო ცერემონიალს ეძღვნება და ქმნის ელეგანტურ კოლექციას როგორც პატარძლებისთვის, ისე საქმროებისა და ქორწილის სტუმრებითვის. 

Le Mariage კოლექცია მინიმალისტურ, კლასიკურ თეთრთან ერთად გამჭვირვალე ქსოვილითა და ნაქარგი 3D ყვავილებით გაფორმებულ კაბებს, დახვეწილ სმოკინგებს, სტუმრებისთვის შექმნილ წითელ, ყვითელ და მწვანე სამოსს, მასიურ ქუდებსა და აქსესუარებს მოიცავს. 

საქორწილო წვეულებისთვის შექმნილ ლუქებში გასული კოლექციიდან სხვადასხვა დეტალსაც შეხვდებით, მაგალითად, ბრენდის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ორმაგი სანდლის სილუეტს - Les doubles sandales შავ და თეთრ ფერებში და Le Bambino-ს ჩანთებს, ასევე მბზინავ ოქროს საყურეებსა და სამაჯურებს.

ზაფხულის ქორწილით შთაგონებული კამპანია ზღვისპირას, სანაპიროზეა გადაღებული ფოტოგრაფის, Oliver Hadlee Pearch-ის მიერ, მოდელების სტილზე კი Katie Burnett-მა იზრუნა. 


ფოტოების წყარო: Vogue