მატილდა გვარლიანი Vogue-ს მექსიკური გამოცემის ივნისის ნომრის გარეკანზე მოხვდა. ქართველი მოდელი ცნობილმა ფოტოგრაფებმა Inez van Lamsweerde-მა და Vinoodh Matadin-მა გადაიღეს, მის სტილზე Valentina Collado-მ, მაკიაჟსა და თმის ვარცხნილობაზე კი Aaron de Mey-მ და Mustafa Yanaz-მა იზრუნეს.

IMG_7856.jpeg 477.27 KB
წლეულს მატილდა გვარლიანი უკვე მესამედ მოხვდა ჟურნალ Vogue-ში. მან ასევე დაამშვენა ჰოლანდიური Vogue-ს მარტის ნომრის გარეკანი და გადაიღეს იტალიური გამოცემის მაისის ნომრისთვის. გარდა Vogue-ისა, ქართველი მოდელი ასევე ვიხილეთ Self Service-ის გარეკანსა და Models.com-ის 50 ყველაზე წარმატებულ, ახალგაზრდა მოდელთა სიაში.


ფოტოს წყარო: Vogue Mexico