1997 წლის ზაფხულში ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე დოდი ალ-ფაიედის იახტა პაპარაცებისა და ჟურნალისტებისთვის დაკვირვების მთავარი ობიექტი იყო, გარდაცვალებამდე 1 თვით ადრე პრინცესა დაიანა, უილიამთან და დოდი ალ-ფაიედთან ერთად სწორედ აქ, მუჰამედ ალ ფაიედის საკუთრებაში მყოფ Jonikal-ზე ატარებდა შვებულებას. პრინცესა დაიანას ცხოვრების ეპიზოდი ზუსტად არის გადმოცემული Netflix-ის მრავალსერიიან ფილმში The Crown, რომელიც სამეფო ოჯახის ისტორიას და მათ ბიოგრაფიას ასახავს. მათ, ვისაც The Crown-ის ეს სეზონი უნახავს, ალბათ კარგად უნდა ახსოვდეთ Jonikal-ის ინტერიერიც - ცხრა მისაღები ოთახით, ბარით, ჯაკუზითა და საოფისე სივრცეებით.
როგორც პრინცი ჰარი თავის მემუარებში იხსენებს, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, იახტაზე გატარებული ეს დღეები პრინცესა დაიანას ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი წუთები იყო - “ყველაფერი სამოთხეს ჰგავდა სან ტროპეს მოგზაურობისას - არაჩვეულებრივი ამინდი, გემრიელი საჭმელი და მოღიმარი დედა”. - წერდა ჰარი თავის ბიოგრაფიულ წიგნში The Spare.
იახტა, რომელზეც არქიტექტორი ვინშენცო რუჯერიო 1980-იან წლებში მუშაობდა, 1900-იანი წლების Art and Craft მოძრაობიდან არის შთაგონებული. იახტა, სახელად Isabell Pricess of Sea თავდაპირველად 1972 წლიდან ჯონ ფონ ნეიმანის დაკვეთით აშენდა. როგორც გამოცემა Rob Report იუწყებოდა, ნეიმანმა იტალიური გემთსაშენი კომპანია Baglietto დაიქირავა, რომ მისთვის მსოფლიოში ყველზე სწრაფი წყლის მოტოიახტა აეშენებინათ. 2700 ცხენისძალის მქონე იახტა ნეიმანმა საბოლოოდ იარაღის დილერს - ადნან ხაშოგის მიჰყიდა, რომელმაც ის თავის ძმისშვილს - დოდი ალ-ფაიედს გადასცა. მიუხედავად იმისა, რომ Isabell Princess of Sea ყველაზე მეტად პრინცესა დაიანასთან არის დაკავშირებული, ალ-ფაიედი ხშირად მასპინძლობდა სხვა ცნობილ სტუმრებსაც, მათ შორის - კლინტ ისტვუდს, ტონი კერტისს, ბრიუს ვილისსა თუ ბრუკ შილდსს.
1999 წელს იახტა მწყობრიდან გამოვიდა, რის გამოც მისი შეკეთება აღარ ისურვეს, ის დოდი ალ-ფაიედის ბიძაშვილმა - მუდიმ შეიძინა და ხელახლა გაცოცხლება გადაწყვიტა, მოგვიანებით მანაც ნავი საიმონ კიდსტონს, ბრიტანელ მემანქანეს და კოლექციონერს მიჰყიდა, რომელიც Isabelle Princess of Sea-ს ბოლო მესაკუთრე გახდა.
დაწერე კომენტარი