"ეშმაკი ატარებს პრადას" - ყველასათვის საყვარელი და დასამახსოვრებელი ფილმი, რომელიც მოდის ისტორიაში შევიდა და სამუდამო ადგილი დაიმკვიდრა, 18 წლის შემდეგ ეკრანებზე მეორე ნაწილით ბრუნდება. კომედიური დრამა, რომელიც მაყურებელმა პირველად 2006 წელს იხილა, ლორენ ვეისბერგერის 2003 წლის ამავე სახელწოდების რომანს ეფუძნება, რომელიც ახალგაზრდა ჟურნალისტისა და მოდის ჟურნალის რედაქტორის - მირანდა პრისტლის შესახებ მოგვითხრობს. მირანდა პრისტლს ფილმში ლეგენდარული მსახიობი მერილ სტრიპი განასახიერებს, რომელმაც ამ როლისთვის მიიღო ოქროს გლობუსი საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში. მეორე ნაწილის სიუჟეტი, როგორც ცნობილია, სწორედ მირანდა პრისტლის ცხოვრებასა და კარიერას მიჰყვება.მერილ სტრიპთან ერთად ფილმში მთავარ როლებს ასრულებდნენ ენ ჰეთეუეი, ემილი ბლანტი და სტენლი ტუჩი, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაბრუნდება ახალ ფილმში პირველი ნაწილიდან. ახალი ნაწილის შესახებ მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა კომპანიასთან და სავარაუდოდ, მაყურებელი „ეშმაკი ატარებს პრადას“ დაბრუნებას 2026 წელს იხილავს.
ფოტოს წყარო: Elle, Vanity Fair
დაწერე კომენტარი