One Day - Netflix-ის სერიალი სიყვარულის, მეგობრობის, სევდისა და მოლოდინის შესახებ,  დევიდ ნიკოლსის ცნობილი რომანის ადაპტაციაა, 14-ეპიზოდიანი დრამა, რომლის სიუჟეტი მიჰყვება ემა მორლისა და დექსტერ მეიჰუს 20-წლიან ისტორიას, რომელიც დაიწყო კოლეჯის დამთავრების შემდეგ, ერთ ეიფორიულ საღამოს. სერიალის ნარატივები გადადის ერთი გმირიდან მეორეს ცხოვრებაზე და აყალიბებს კავშირს მათ შორის. 

IMG_5821.png 376.86 KB
სერიალში მთავარ - დექსტერისა და ემას როლებს მსახიობები - Leo Woodall და Ambika Mod ასრულებენ, რომელთა ისტორიაც  ედინბურგში, 1988 წლის 15 ივლისს იწყება და სწორედ მათი შეხვედრის თარიღი 2007 წლამდე ყოველწლიურ ამბებს სთავაზობს მაყურებელს.
IMG_5820.png 5.8 MB
სერიალში ნაჩვენებია პერსონაჟების ცხოვრების სხვადასხვა ეტაპები და თავები, მარცხითა და წარმატებებით, ერთად და ერთმანეთის გარეშე. მოიცავს ცხოვრებისეულ შეხსენებას, რომლის მიხედვითაც ყოველი დღე არის სიახლის შესაძლებლობა და მაქსიმალურად უკავშირდება ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებას, სხვადასხვა შეგრძნებებითა და ქცევებით.
IMG_5822.jpeg 155.57 KB
One Day არის ამავე სახელწოდების 2009 წელს გამოშვებული დევიდ ნიკოლსის რომანის ადაპტაცია, წიგნის, რომელიც ნათარგმნია 40 ენაზე და გაყიდულია ექვს მილიონზე მეტი ეგზემპლარი. რომანი, რომელსაც ახასიათებს საკმაოდ ღრმა, ცხოვრებისეული ელემენტები, პირველად ადაპტირებულია 2011 წლის ფილმში, სადაც მთავარ როლებს მსახიობები - ენ ჰეთევეი და ჯიმ სტარჯერსი ასრულებენ, ამჯერად კი ფორმატი  მინი სერიალია, რომელთა ეპიზოდები და განვრცობილი თხრობა უფრო მეტად ფოკუსირებულია ნიუანსებზე.
IMG_5823.png 915.31 KB
სერიალში მრავალფეროვან პეიზაჟებს შეხვდებით, მათ შორის - რომის მზიან ქუჩებს, ედინბურგის სხვადასხვა ადგილს, პარიზის ბისტროებს, საბერძნეთის პლიაჟებს. 

ეპიზოდებში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა მუსიკას და იმ საუნდტრეკებს, რომლებიც 20-წლიან თავგადასავალს დროის, ტენდენციების, გემოვნების მიხედვით ენაცვლება, მოისმენთ  80-90-იანი წლების ისეთი შემსრულებლების მუსიკას, როგორებიც არიან The Charlatans, Blur და Suede, ასევე 2000-იანი წლების დასაწყისის Badly Drawn Boy და მრავალი სხვა.