Becoming Karl Lagerfeld - სერიალი ლეგენდარული დიზაინერის - კარლ ლაგერფელდის მოდის სამყაროში მწვერვალზე ასვლის გზას მიჰყვება და მისი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპსა და წარმატებაზე მოგვითხრობს. Gaumont, Jour Premier-თან ერთად Disney+-ისთვის 7 ივნისს ექვსნაწილიან ბიოგრაფიულ სერიალს გამოუშვებს, პრემიერა კი აპრილში Canneseries TV ფესტივალზე გაიმართება. 

გერმანელი მოდის დიზაინერის როლში Daniel Brühl-ს ვიხილავთ, რომელიც ცნობილია ფილმებით - ,,Good Bye, Lenin!,” ,,Rush” და ,,Marvel”-ის კინემატოგრაფიულ სამყაროში ჰელმუტ ზემოს როლით. ახალ ტრეილერში უკვე კარგად ჩანს Brühl-ის ტრანსფორმაცია და გარდასახვა ,,მოდის იმპერატორად’’. 

სერიალი არის რაფაელ ბაკეს ბესტსელერის, "Kaiser Karl"-ის ადაპტაცია. თითოეული სერია და ეპიზოდი ლაგერფელდის წარმატების გზას დასაწყისიდან - 1972 წლიდან გვიყვება, როდესაც იგი ჯერ კიდევ უცნობი, ტანსაცმლის დიზაინერი იყო და პარიზში ჩასული გერმანელი ბიჭი მოდის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო ფიგურა გახდა. ასევე, ვნახავთ დიზაინერის შეხვედრას წლების კომპანიონთან - ჟაკ დე ბაშერთან, რომელსაც თეოდორ პალერინი თამაშობს, ასევე კარლის მეგობრობასა და მეტოქეობას ივ სენ ლორანთან (როლში - არნო ვალუა).  

Screenshot 2024-03-15 at 16.08.49.png 706.9 KB
მსახიობი და რეჟისორი აგნეს ჟაუი თამაშობს Gaby Aghion-ის - Chloe-ს მოდის სახლის დამაარსებლის როლს, რომელსაც დიდი წვლილი აქვს ლაგერფელდის წარმატებაში. სერიებში შევხდებით არაერთ მოდისა და კულტურის წარმომადგენელს, ბევრ ადამიანს ლაგერფელდის გარემოცვიდან, მათ შორის - პალომა პიკასოს, ენდი უორჰოლს, ლულუ დე ლა ფალაიზს, რომელთა როლებს ჟანა დამასი, პოლ სპერა და კლერ ლაფუტი ასრულებენ. გერმანელი მსახიობი ლიზა კრეიზერი კი დიზაინერის დედას - ელიზაბეტ ლაგერფელდს განასახიერებს.


ფოტოების წყარო: Vogue