Netflix-მა უეს ანდერსონის მოკლემეტრაჟიანი ფილმების გაერთიანებული ვერსიის, ანთოლოგიის, სახელწოდებით The Wonderful Story of Henry Sugar and Three More-ის ახალი ტრილერი გამოუშვა, რომელიც როალდ დალის ნაწარმოებებს ეფუძნება და განსხვავებული განწყობის მქონე სხვადასხვა ისტორიის ადაპტაციას აერთიანებს, მათ შორისაა - The Swan, The Rat Catcher და Poison.
ნოველა, რომელსაც ფილმი ეფუძნება, ბრიტანელმა მწერალმა 1977 წელს გამოაქვეყნა - The Wonderful Story of Henry Sugar and Six More შვიდ სხვადასხვა დროს დაწერილ მოთხრობას მოიცავს, მათ შორის ორი კი ავტობიოგრაფიულია, რომელიც მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორ გახდა დალი მწერალი, მეორე კი აღწერს მის გამოცდილებას, როგორც მებრძოლი პილოტი მეორე მსოფლიო ომში.
დაწერე კომენტარი