ოსკარზე ორჯერ ნომინირებული რეჟისორის, ფედონ პაპამაიკლის ფილმი Light Falls, რომელშიც მთავარ როლებს ქართველი მსახიობები - ელენე მახარაშვილი და ნინი ნებიერიძე თამაშობენ, 1-ელი თებერვლიდან საქართველოს კინოთეატრების ეკრანებზე გამოჩნდა.

IMG_3036.png 1.98 MB
ფილმში მოქმედება საბერძნეთის კუნძულზე ვითარდება, სადაც ახალგაზრდა წყვილი მიტოვებულ სასტუმროს აღმოაჩენს, უბედური შემთხვევა წყვილს საბერძნეთში არალეგალურად მცხოვრებ ალბანელებს შეახვედრებს. ფილმში ნაჩვენებია დაპირისპირების შედეგად წარმოქმნილი გაუგებრობათა ჯაჭვი, რომელიც ძალადობასა და შურისძიებაში გადაიზრდება.
IMG_3032.png 1.82 MB
საქართველოს, ალბანეთის, საბერძნეთისა და გერმანიის თანაწარმოებით შექმნილი ტრილერის - Light Falls-ის მსოფლიო პრემიერა 2023 წლის ნოემბერში Tallinn Black Nights Film Festival 2023-ზე შედგა, საქართველოში კი პრემიერა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა.
IMG_3031.png 1.73 MB
ქართველ მსახიობებთან ერთად მთავარ როლებში ასევე ვიხილავთ - სილვიო გოსკოვას, იურგენ მარკუსს, მაკის პაპადიმიტრუსსა და Juxhin Plovishti-ს. ფილმში კიდევ ერთი ქართველი - ლაშა ზამბახიძე მონაწილეობს. 



ფოტოების წყარო: PÖFF, IMDb