ამერიკელი ფოტოგრაფი - სლიმ აარონსი, რომელმაც 1960-70-იანი წლები მოგზაურობაში გაატარა, ცნობილია თავისი უნიკალური ხედვით, ჰოლივუდის ვარსკვლავების, მაღალი საზოგადოების წევრების, ყველაზე პოპულარულ კურორტებსა და საკულტო საცურაო აუზებზე გადაღებული კადრებით.
მის მრავალფეროვან ფოტოსურათებში შეხვდებით უამრავ ცნობილ კურორტსა თუ დასასვენებელ ადგილს, იქნება ეს კაპრი, სან-ტროპე, ბევერლი ჰილზი, სან-ფრანცისკო თუ მაიამი. როგორც ფოტოგრაფი, აარონსი ხშირად იყო მიწვეული იმ დროისათვის ყველაზე სახელგანთქმულ და ვარსკვლავურ წვეულებებზე. თავის ფოტოსერიაში, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მდებარე ვინტაჟურ საცურაო აუზებს აერთიანებს, კარგად გადმოსცა 90-იანების ესთეტიკა და ზაფხულის დღეები, დამახასიათებელი ფერებითა და განწყობით, რომელიც კარგად ჩანს თითოეულ სურათზე.
კერძო ვილის საცურაო აუზი აკაპულკოში, 1952 წელი, მექსიკელი კინოვარსკვლავი დოლორეს დელ რიო მეგობარ მიკი სალსთან ერთად
სლიმ აარონსის აუზი საკუთარ სახლში, ჰოლივუდში, 1954 წელი, ფოტოგრაფმა აღბეჭდა თავისი ცოლი - რიტა აარონსი საცურაო აუზში, რომელიც გაფორმებულია ნაძვისხით, საშობაო პერიოდის გამოუინსტონ ჩერჩილის აუზი ფლორიდაში, ვილა არტემისში, Palm Beach-ზე, 1955 წელი სასტუმრო The Fontainebleau-ს საცურაო აუზი მაიამიში, 1955 წელი, იმ დროისათვის მაიამის პლაჟის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საკულტო, კატის ფორმის საცურაო აუზი საცურაო აუზი ბევერლი ჰილზის სასტუმროში, კალიფორნიაში, Sunset Boulevard-ზე, 1957 წელიTahoe Tavern, აუზი ტაჰოს ტბის სანაპიროზე, 1959 წელი ჯორჯ ნიუჰოლის აუზი, სან-ფრანცისკოში, 1960-იანი წლებიAndrew Watson Armor III-ის საცურაო აუზი, ლეიკ-ფორესტში, 1960-იანი წლებიThe Canellopoulos საცურაო აუზი ათენში, 1961 წელი Edgar J.Kaufmann-ის აუზი პალმ სპრინგსში, რომელიც შექმნა რიჩარდ ნეიტრამ, 1970-იანი წლებიLa Concha Beach Club, აკაპულკო, 1975 წელიაუზი ანტიბში, საფრანგეთის რივიერაზე, 1976 წელი სასტუმრო Camino Real-ის საცურაო აუზი პუერტო ვალარტაში, მექსიკა, 1979 წელიArmacao dos Buzios, ბრაზილია, 1983 წელი
დაწერე კომენტარი