სკვალანი კანის დამცავი ფენის შემადგენელი კომპონენტია, რომელიც კანის სიჯანსაღეს, სირბილეს, დატენიანებასა და ამონათებას უწყობს ხელს. დღესდღეობით ბაზარზე არაერთ კანის მოვლის პროდუქტს შეხვდებით, იქნება ეს დამატენიანებელი კრემები, გამწმენდი და დასაბანი ბალმები, შრატები თუ ნიღბები, რომლებიც მცენარეული წარმოშობის სკვალანით არის დამზადებული, რაც იდეალურად ემთხვევა კანის ბუნებრივ კომპონენტს, კარგად ინტეგრირდება დამცავ შრეში, შედეგად კი ძლიერდება კანის დამცავი ფუნქცია.
Biossance-ის ზეთი, რომელიც მხოლოდ ერთი ინგრედიენტისგან - სკვალანისგან არის დამზადებული, ხელს უწყობს მიკრობიომის მრავალფეროვნებას ჯანსაღი კანისთვის, ზეთი მყისიერად შეიწოვება კანში და აქვს ძლიერი დატენიანების ფუნქცია. Biossance-ის ზეთში შემავალი სკვალანი მიღებულია შაქრის ლერწმისგან.ღამის ნიღაბი, რომელიც ღრმად ატენიანებს კანს, მცენარეული წარმოშობის სკვალანთან ერთად ანტიოქსიდანტებით მდიდარ კენკრას, ჰიალურონის მჟავას, გლიცერინს, მსხლის ექსტრაქტს, THD ასკორბატისა და C ვიტამინს შეიცავს, გაერთიანებული ფორმულა გარდა ღრმა დატენიანებისა, ხელს უწყობს კანის ჯანსაღ იერს და ტონის გათანაბრებას, კანისთვის ნათელი და ბზინვარე ეფექტის მინიჭებას.საძილე ნიღაბი Laneige-სგან დამზადებულია ჰიმალაის მთის მწვერვალების წყლისგან, რაც ამდიდრებს ქსოვილებს სასიცოცხლო ელემენტებით. ნიღაბი კვებავს და ასუფთავებს კანს, ტონუსში მოჰყავს და უზრუნველყოფს მის სირბილეს. ნიღაბი გამოიყენება ძილის წინ, მისი მიზანია მთელი ღამის განმავლობაში უჯრედებს დაკარგული ტენიანობის შევსებაში დაეხმაროს. ჰიმალაის წყლებთან და სკვალანთან ერთად ნიღაბი შეიცავს სხვადასხვა ექსტრაქტს, მათ შორის - გარგარისა და კამელიას ფოთლის ექსტრაქტებს. ზეთისხილისგან მიღებული სკვანალის შემცველი Bareminerals-ის შეფერილი დამატენიანებელი მისი ფორმულიდან გამომდინარე, მრავალფუნქციურია, მისი შერჩევა კანის ფერის მიხედვითაა შესაძლებელი და 20 ტონს აერთიანებს. გარდა ამისა, დამატენიანებელს მზისგან დაცვა - SPF 30 აქვს და შეიცავს ჰიალურონის მჟავასაც, რომელიც უზრუნველყოფს ღრმა დატენიანებას. 96% ნატურალური სახის ზეთი Milk Makeup Sunshine Oil ყურძნის მარცვლების, ავოკადოს, მანდარინის, გრეიპფრუტის და ლიმონის ზეთების ნაზავთან ერთად, ვიტამინ C-სა და ზეითუნისგან მიღებულ სკვალანს აერთიანებს, რომელიც ატენიანებს და ანათებს კანს, სწრაფად შეიწოვება და უზრუნველყოფს თანაბარ ტონს. The Ordinary-ის 100% მცენარეული წარმოშობის სკვალანზე დამზადებული ზეთოვანი შრატი ღრმად ატენიანებს კანს და ხელს უწყობს ბუნებრივი ბარიერის ტენიანობის შენარჩუნებას. ფორმულაში გამოყენებულია შაქრის ლერწმისგან მიღებული სკვალანი და გარდა სახისა, შრატი გამოიყენება თმისთვისაც, ბზინვარებისა და მტვრევადი ბოლოების შესამცირებლად. Caudalie-ს გამაღიავებელი შრატის ძირითადი ინგრედიენტები ზეთისხილის სკვალანი და ვინიფერინია, რომელიც 62-ჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე C ვიტამინი. პროდუქტი ყველა ტიპის კანისთვისაა განკუთვნილი და მისი მთავარი ფუნქციაა შეამციროს სახეზე ასაკობრივი, მზისა და აკნესგან გაჩენილი ლაქები, შედეგად კი მიიღება სახის თანაბარი და ნათელი ფერი.Superegg-ის ბოტანიკური ექსტრაქტებითა და ანტიოქსიდანტებით დამზადებული შრატის ფორმულა ატენიანებს კანს მნიშვნელოვანი მკვებავი ნივთიერებებით. მსუბუქი გელ-შრატი, 2023 წელს განახლდა, რათა უფრო სწრაფად და ეფექტურად შეიწოვოს კანმა. შეიცავს მწვანე ჩაის ექსტრაქტს, პეპტიდებს, პანთენოლს დამამშვიდებელი ეფექტისთვის და სკვალანს, წმენდისა და დატენიანებისთვის. სკვალანის შემცველი, თერმული წყალზე დამზადებული, მსუბუქი ტექსტურის მქონე La Roche Posay-ის დამატენიანებელი განკუთვნილია მეტად მგრძნობიარე და ალერგიული კანისთვის. ამცირებს მგრძნობელობას, ამშვიდებს კანს და აღადგენს მის დამცველობით ბარიერს.
დაწერე კომენტარი