უელსის პრინცესა - ლედი დაიანა სპენსერი, რომელსაც მისი გულწრფელობიდან გამომდინარე, ხალხის პრინცესა შეარქვეს, გახდა მარადიული სტილის სიმბოლო, რომელმაც თავისი დამახასიათებელი, გამორჩეული და უნიკალური ჩაცმულობით სამუდამო ადგილი დაიმკვიდრა მოდის ინდუსტრიაში, ადამიანების მეხსიერებაში კი სიკეთის, სილამაზის და სტილის ხატად დარჩა. პრინცესა, რომელსაც არ უყვარდა ბევრი საუბარი, თავის სათქმელს, ხასიათსა და შინაგან სამყაროს ჩაცმის სტილში აქსოვდა. ათწლეულების განმავლობაში პრინცესა დაიანა თავისი სტილით არაერთი ადამიანის შთაგონების წყარო გახდა, მისი ჩაცმულობა დღემდე აქტუალური და ტრენდულია, მათ შორის პრინცესას საზაფხულო, სეზონური ჩაცმულობა, რომელსაც ის 1980-90-იან წლებში ატარებდა და დროთა განმავლობაში ისინი საკულტო, სამუდამოდ დასამახსოვრებელ ლუქებად იქცა.

პრინცესა დაიანა Royal Yacht Britannia-ზე, საქორწინო მოგზაურობაში, 1981 წელი

სიდნეი, ავსტრალია, 1983 წლის მარტი 

Cirencester Polo Match, 1983 წლის აგვისტო

Guards Polo Club, ვინდსორი, 1986 წლის ივლისი

1987 წლის აგვისტო, მალიორკა, ესპანეთი

The Vanderbilt Raquet Club, 1988 წლის ივნისი

Terrigal Beach Surf Carnival, სამხრეთ უელსი, 1988 წელი

Cartier-ის საერთაშორისო პოლოს მატჩი, 1989 წლის ივლისი

ნეკერის კუნძული, 1990 წლის აპრილი

კაირო, ეგვიპტე, 1992 წლის მაისი

პრინცესა დაიანა ცნობილი “შურისძიების კაბით”, 1994 წლის ივნისი, კენსინგტონის ბაღში, Serpentine Gallery-ში 

Serpentine Gallery საზაფხულო წვეულება, 1995 წლის ივნისი

ლონდონი, დიდი ბრიტანეთი, 1995 წლის აგვისტო

სენ-ტროპე, 1997 წლის აგვისტო

ლონდონი, 1997 წელი

სენ-ტროპე, 1997 წელი




ფოტოს წყარო: Vogue, Tatler, Glamour