შავი ზღვის მე-17 ჯაზფესტივალი 26 ივლისს იწყება და 28 ივლისის ჩათვლით ტრადიციულ ადგილას - ბათუმის კორტების სცენაზე გაიმართება. სამდღიან ფესტივალს Hammock Magazine თიბისი კონცეპტთან ერთად გააშუქებს, თვალი ადევნეთ ჩვენს ინსტაგრამგვერდს, სადაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკალური ღონისძიების შესახებ მოგიყვებით. 


წლევანდელი ჯაზფესტივალის პროგრამა ცნობილ ბენდებსა და შემსრულებლებს აერთიანებს, 26 ივლისს სამდღიან ფესტივალს გახსნის 11 გრემის მფლობელი მუსიკოსი ფილიპ ლასიტერი თავის ბენდით, 27 ივლისს ფესტივალის სტუმრების წინაშე ვირტუოზი დრამერი ჯოჯო მაიერი წარდგება, ხოლო 28 ივლისს სცენაზე ვიხილავთ მუსიკის ისტორიაში ყველაზე ცნობილ ოჯახს, პოპ-ჯგუფს - The Jacksons - ტიტო, ჯეკ და მარლონ ჯექსონებს.


თიბისი კონცეპტის Visa სადებეტო ბარათის მფლობელები ფასდაკლებით ისარგებლებენ და ფესტივალის ბილეთებს 20%-იანი ფასდაკლებით 


https://tkt.ge/event/420249/me-17-shavi-zghvis-jaz-festivali-2024-ზე შეიძენენ, ხოლო VIP აბონემენტის მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ ფესტივალის სამივე დღეს დაესწრონ Jam session-ს, რომელსაც კლუბი “Iveria Beach” უმასპინძლებს.