ბათუმში სულ მალე შავი ზღვის ჯაზფესტივალი დაიწყება - ამ ქალაქის ზაფხულის უკვე განუყოფელი ნაწილი და ბევრი ადამიანისთვის ბათუმში სტუმრობის კიდევ ერთი დამატებითი მიზეზი. ჯაზფესტივალის დღეებში ბათუმში თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისათვის არაერთი შეთავაზება იმოქმედებს. ბათუმში ჩასულებს ადგილზეც არაერთი საინტერესო და ხელსაყრელი შეთავაზება დაგვხვდებათ, მათ შორის - Iveria Beach-ზე, ადგილობრივ სასტუმროებსა და რესტორნებში, სადაც 15-იდან 30%-მდე ქეშბექით ისარგებლებთ.
ბათუმის ღირსშესანიშნავი, საინტერესო და ახალი ადგილების აღმოსაჩენად ფოტოგრაფ ლუიზა ჩალათაშვილის რეკომენდაციებიც დაგეხმარებათ, რომელიც ამ ქალაქს და მის მხატვრულ ნაწილს ყველაზე კარგად იცნობს.საყვარელი ადგილი ბათუმში...
Ბათუმის აეროპორტის წინ თვითმფრინავის დაფრენის და აფრენის ადგილი, რომელიც ადრე ძალიან გვიყვარდა მე და ჩემს მეგობრებს. Ჩემთვის ერთი სიამოვნებაა პორტთან სეირნობა, გემებით, მეთევზეებით და ზოგადი ატმოსფეროთი ბათუმის ძალიან მხატვრულ სურათს ქმნის.მიზეზი, რის გამოც ამ ქალაქში მუდმივად ვბრუნდები...
მიზეზი, რის გამოც ბათუმი მიყვარს და ყოველთვის ვბრუნდები, არის წარსული და ის მოგონებები, რომლებიც ბათუმთან და ჩემს მეგობრებთან, მათ შორის ბათუმელ მეგობრებთან მაკავშირებს. საყვარელი კაფე ან ბარი…
ყველაზე ხშირად ფანფანში დავდივარ. უკვე დიდი ხანია არსებობს. თავისი ხასიათი და გამორჩეული ადგილმდებარეობა აქვს, სადაც სულ მიხარია მისვლა. ასევე, ყოველთვის, ყველა ჩასვლაზე ერთხელ მაინც მივდივართ ქუთაისის ქუჩაზე, “თურქულებში”, სადაც ძალიან გემრიელი სამზარეულო აქვთ.
საყვარელი აჭარული კერძი…
აჭარული ხაჭაპური
სად გვირჩევ აჭარულის დაგემოვნებას?
კლასიკურად ყოველთვის "ცეროდენაში" დავდივართ. თან ექვსი მაისის პარკიც ძალიან მიყვარს და ამიტომ მისი ადგილმდებარეობის გამოც ხშირად მივდივართ იქ.
ბათუმის მთავარი ღირსშესანიშნაობა…
ბათუმის ბულვარი, რომელიც ამხელა სარეკრეაციო ზონით, თავისი ველოტრასით და გამწვანებით ძალიან გამორჩეული ადგილია. Კიდევ Რესტორან “ბერეგს” გამოვარჩევდი, ქართულად სანაპიროა, მაგრამ ყველა ბერეგის სახელით იცნობს. ‘ბერეგზე’ მეთევზეებთან ერთად ბათუმური ყავის დალევას დავასახელებდი ბათუმის ღირსშესანიშნაობად. ესეც რიტუალივით გვაქვს და ამიტომ ერთხელ მაინც მივდივართ ხოლმე აქ.
ის, რაც ამ ქალაქს უნიკალურს ხდის...
ძველი ბათუმი და მისი არქიტექტურა. ქალაქის ეს ნაწილი ჯერ კიდევ სუნთქავს და თავისი ბადისებური დაგეგმარებით, ნამდვილად უნიკალურია. სეირნობისას თითქოს იკარგები ამ ქუჩებში, სადაც ამგვარი გეგმარების გამო ზღვის ჰაერიც კარგად აღწევს. ამიტომ შეგიძლია, ერთი ქუჩიდან მეორე ქუჩაზე გადასვლისას ამ ქალაქის ყველაზე ავთენტური სახე აღმოაჩინო.
ბათუმში მოგზაურობისას პირველი გაჩერების წერტილი არის...
თევზის ბაზარი, რომელიც ბათუმის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა. ძალიან მიყვარს თვითონ ბაზარიც, თავისი მძაფრი სუნით, და მერე აქაური თევზის მირთმევა. სასტუმრო, სადაც ყველაზე ხშირად რჩები…
Rooms Hotel. საოცარი სივრცეა, ასეთი ინტერიერი ალბათ საქართველოში არსად არ არის. ძალიან უხდება ზღვას. გამოვყოფდი იქაურ აუზსაც, მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ აუზების და რუჯის მოყვარული, ესთეტიკურად იმდენად ლამაზი და საინტერესოა, რომ სიამოვნებით ვატარებ დროს.
20 ივლისიდან აქ Rooftop Day Party-ის ივენთების სერია იმართება, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში გაგრძელდება, თიბისი კონცეპტის მომხმარებლები, ROOMS-ის აუზზე და ტერასაზე შესვლისას 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.
27 ივლისი - Tobako Tween
3 აგვისტო - Levi Love Disco
10 აგვისტო - KIPO
17 აგვისტო- Lukacho
ბათუმისკენ გამგზავრება მატარებლით გირჩევნია თუ მანქანით?
მე ყოველთვის მატარებლით მივდივარ, მითუმეტეს როცა ბავშვთან ერთად ვარ და ვთვლი, რომ ბევრად უსაფრთხო საშუალებაა.
წელს ჯაზფესტივალის დღეებში, 26-29 ივლისს ტრადიციულად თბილისიდან ბათუმის მიმართულებით შეგიძლიათ ჯაზ-მატარებლით იმგზავროთ, რომლის ბილეთებსაც Tkt.ge-ზე შეიძენთ, Visa Platinum ან Visa Signature ბარათებით გადახდისას კი საშუალება გექნებათ ანგარიშზე 15% დაიბრუნოთშენი გადაღებული შენთვის საყვარელი ფოტო ბათუმში?
გემზე ვიყავით, შუა ზღვაში. თითქოს არაფერი განსაკუთრებული - ბიჭია, რომელიც ზღვაში ცურავს, ზღვაც ძალიან სუფთა და კამკამაა და მის ფონზე ჩანს ბათუმი. კადრის მთავარი ნაწილი ზღვას უკავია, თან გადახტომის მომენტიც ჩანს. ფოტოს რომ დავხედე, თავისუფლების და სილაღის ემოცია დამეუფლა და ამის გამო ძალიან შემიყვარდა ეს კადრი.
საყვარელი სანაპირო ბათუმში და ბათუმთან ახლოს?
დიდად მოცურავე არ ვარ, თუმცა ყველაზე მეტად ანბანის კოშკთან მომწონს სანაპირო, ხალხიც ცოტაა და წყალიც ძალიან სუფთა და მშვიდია. გადასაღებადაც ძალიან მხატვრული გარემოა, ფონად პორტი ჩანს… ბათუმთან ახლოს ციხისძირს გამოვარჩევდი, თავისი ტროპიკული ბუნებით.ბათუმის საჯარო სივრცეებში ბევრი სკულპტურა და ხელოვნების ნიმუშია, შენთვის რომელი ასოცირდება ყველაზე მეტად ამ ქალაქთან?
მე ძალიან მიყვარს რვაფეხა, ულამაზესი მოზაიკაა. გამოვყოფდი 6 მაისის პარკში პირველი ქართველი მფრინავი ქალის - ფადიკო გოგიტიძის ძეგლს. Ასევე, რა თქმა უნდა, კოლონადებს ბათუმის ბულვარში, რომელიც ძალიან დიდი ხნის არის და ამ ქალაქის მთავარი სიმბოლოა.ცოტა ხნის წინ ბათუმში “დაფნა” გახსენით. რატომ აირჩიეთ ეს ქალაქი, რით არის განსხვავებული თბილისისგან და რის მირთმევას გვირჩევ თქვენი მენიუდან?
გარდა იმისა, რომ აქტიური ქალაქია და ამ თვალსაზრისით რესტორნის გახსნა გამართლებულია, ძალიან ბევრი სენტიმენტი და ემოციური კავშირი გვაქვს მის მიმართ, რის გამოც გადავწყვიტეთ ამ ქალაქშიც გაგვეხსნა დაფნა. განსაკუთრებით გამოვარჩევდი შენობას, რომელიც, თბილისის “დაფნას” მსგავსად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ამიტომ ძალიან ვეცადეთ, რომ მისი ავთენტური სახე ბოლომდე შეგვენარჩუნებინა, თუმცა დიდი ძალისხმევაც ჩავდეთ იმაში, რომ ინტერიერი კიდევ უფრო გაგვეხალისებინა. რაც შეეხება მენიუს, თბილისისგან განსხვავებული მენიუ ჯერჯერობით არ გვაქვს, თუმცა გვინდა, რომ ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, სამომავლოდ მენიუში თევზი და აჭარული ხაჭაპური დავამატოთ. არსებული მენიუდან ჩემი საყვარელი მაინც ქალაქური ხინკალია. გამოვყოფდი დამბალხაჭოს ხინკალსაც, სტარტერებიდან კი ძალიან მიყვარს ქათმის ღვიძლის პაშტეტი და ნადუღის ბურთულები, ამიტომ მათ გასინჯვას სხვებსაც ვურჩევ. ასევე ვურჩევდი, რომ ბარის მენიუც დააგემოვნონ. თბილისისგან განსხვავებით, აქ პატარა ბარი და ეზოც გვაქვს.
დაწერე კომენტარი