მსოფლიოში სახელგანთქმული გრაფიკული დიზაინერი სტეფან ზაგმაისტერი საკუთარ ინსტაგრამგვერდზე ქართველი დიზაინერის - თენგიზ ბეგოიძის ნამუშევარს აქვეყნებს, რომელმაც საკულტო კოკა-კოლას ბოთლი ქართული დოქის ფორმებთან შერწყმით, განსხვავებული ინტერპრეტაციით წარმოადგინა. 

IMG_0839.jpeg 179.48 KB

ნამუშევარს დიდი ქართული ასოებით, კოკა-კოლას შეფუთვის დამახასიათებელი შრიფტით აწერია - "კოკა",  რაც ქართულ დოქს ნიშნავს. 2021 წელს თენგიზ ბეგოიძის მიერ შექმნილი ესკიზის 3D მოდელი გიორგი პატარკაცაშვილს ეკუთვნის. 

სტეფან ზაგმაისტერი ინსტაგრამგვერდზე წერს: ‘’თენგიზ, როგორც წესი, კოკა-კოლას ადაპტაციები განსაკუთრებით არ მიყვარს, მაგრამ მიმაჩნია, რომ თქვენ ამ ორი საკულტო ფორმის ერთმანეთთან შერწყმა კარგად გამოგივიდათ, რაც ძალიან მომწონს.’’


ფოტოს წყარო: Stefan Sagmeister, Tengiz Begoidze