ანონიმური ფრანგი არქიტექტორი და მხატვარი - ჟან ჟაკ ბალზაკი თავის შემოქმედებაში საკუთარ ხელწერასა და მხატვრულ ხედვას ხელოვნურ ინტელექტთან აკავშირებს და ქმნის მინიმალისტურ და სანახაობრივ ობიექტებს, ნამუშევრებს, რომლებსაც თავად ‘’არასწორ არქიტექტურულ ილუსტრაციებს" უწოდებს.

ჟან ჟაკ ბალზაკი პროექტების ფარგლებში იკვლევს არქიტექტურულ კონსტრუქციებს და ახალ გამოგონებებს. ადამიანის გონების, შემოქმედებით ხედვის კავშირი გენერაციულ ხელოვნური ინტელექტის სისტემასთან მრავალფეროვან და საინტერესო ნამუშევრებს ქმნის. ბალზაკი პროექტების შესაქმნელად მხოლოდ საკუთარ ტელეფონსა და ტექსტის გამოსახულების AI ინსტრუმენტებს იყენებს.

ბალზაკისა და ხელოვნური ინტელექტის ერთობლივი ნამუშევრები მინიმალიზმით, ნათელი ფერებითა და ორიგინალურობით გამოირჩევა, ყოველი მათგანი სამეცნიერო ფანტასტიკის ობიექტებს მოგაგონებთ, ზოგიერთ მათგანს კი “პოსტაპოკალიფსური” და ეფემერული შეხედულება აქვს.

IMG_1053.jpeg 1.1 MB

პარადოქსული და ორიგინალური ეფექტის მისაღებად ჟან ჟაკ ბალზაკი განსხვავებულ ადგილებს არჩევს, ხელოვნური ინტელექტი შაბლონური სიტყვის გათვალისწინებით ქმნის სხვადასხვა ვარიანტს, ბალზაკი კი “არასწორ” ვარიაციას, ობიექტის უცნაურ ბუნებას ირჩევს და ასე ქმნის ორიგინალურ და მისტიკურ ნამუშევრებს. 

როგორც ჟან ჟაკ ბალზაკი აღნიშნავს, რენდერები ძალიან სწრაფად და სრული სიზუსტით იქმნება, იგი თვლის, რომ ხელოვნური ინტელექტი და ახალი ტექნოლოგიები მას უდიდეს შესაძლებლობას აძლევს, ნამუშევრის შექმნის შემოქმედებითი პროცესი მაქსიმალურად დააჩქაროს.


ფოტოს წყარო: Jean Jacques Balzac