16 აგვისტოდან 22 სექტემბრამდე გერმანიის ქალაქ ესენში ჯგუფური გამოფენა, სახელწოდებით ‘’Landscapes of an Ongoing Past’’ იმართება, სადაც რამდენიმე არტისტთან ერთად ქართველი ხელოვანის - ნინო ქვრივიშვილის ნამუშევრებია წარმოდგენილი. გამოფენა Urbane Künste Ruhr-ის ინიციატივით Ruhrtriennale-ს ფარგლებში ტარდება და ლოკაცია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ადგილი - Salzlager, UNESCO-Welterbe Zollverein-ია.

IMG_3271.jpeg 706.06 KB
ნინო ქვრივიშვილი, ხელოვანი:

‘’თებერვალში ვესტუმრე გამოფენის სივრცეს დასათვალიერებლად, სწორედ იქ, სადაც დღეს ჩვენი გამოფენაა, 2001 წლიდან წარმოდგენილია ილია და ემილია კაბაკოვების მუდმივი ნამუშევარი, სახელწოდებით - ‘’პროექტების სასახლე’’, რომელთან მჭიდრო კავშირშია ჩვენი გამოფენა და სრულად ეხება იმ პეიზაჟებს, რომლებიც ვითარდებიან ან გაქრობის პროცესში არიან და სურათებს, რომლებიც თავის მხრივ ინახავენ მოგონებებს.

IMG_3275.jpeg 709.97 KB
გამოფენის ადგილი არის ძალიან დიდი სივრცე, რომელიც ინარჩუნებს წლების წინ აშენებულ, პირვანდელ სახეს. კონკრეტულად ამ ადგილისთვის შევქმენი ჩემს შემოქმედებაში მასშტაბით ყველაზე დიდი ზომის ნამუშევარი, 20 მეტრზე მეტი სიგრძის გობელენით, რომელიც არის ხელით მოქსოვილი და წარმოადგენს არქიტექტურულ ფრიზს შიდა სივრცეში. ჰორიზონტალურ, ლენტის ფორმის გრძელ ქსოვილზე გამოსახულია წარწერა - “Koлич отр.”, როგორც დეკორატიული ორნამენტი და ითარგმნება, როგორც ‘’ნაჭრების რაოდენობა’’, რაც ეხება ქსოვილის შექმნის პროცესს და ქმნის სიმბოლურ სურათს, კონკრეტული რეალური ინფორმაციის შესახებ.
IMG_3270.jpeg 737.37 KB
ნამუშევრებში ხშირად მაქვს გამოყენებული ტექსტები, ვიზუალური ფრაგმენტები ფრაზებიდან და ტერმინებიდან. ეს ტექსტები ყოველთვის არაა წაკითხვადი და მარტივად გასაგები, თავიანთი შინაარსით კი ქსოვილსა და მის შექმნას უკავშირდება. სწორედ - “Koлич отр.’’ არის რეალური ტექსტი, რომელიც გამოიყენებოდა ინდუსტრიაში ქსოვილის წარმოების დროს. ჩემი მთავარი სურვილი იყო კარგად მეჩვენებინა მასალა, ვინაიდან ნამუშევარი, თავისი ზომით, ფორმითა და შინაარსით, შეიქმნა უნიკალური ადგილიდან გამომდინარე, რომელიც არის ინდუსტრიული სივრცე ბეტონის კედლებით, რკინის კონსტრუქციებით და ხის ჭერით, მინდოდა, წარმომეჩინა მასალა, ამ შემთხვევაში შალი. ესკიზებზე მუშაობის დროს ყველაზე დიდი მნიშვნელობა სწორედ ამ ქსოვილის, მისი სპეციფიკისა და თავისებურებების რეალურ წარმოჩენას მივანიჭე.’’
IMG_3273.jpeg 851.64 KB
გარდა ქართველი ხელოვანის ყველაზე დიდი და ახალი ნამუშევრისა, გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია ნინო ქვრივიშვილის ადრეული პერიოდის გობელენები, სახელწოდებით - ‘’აისი’’ და ‘’დაისი”.  ნამუშევრების დათვალიერებას საგამოფენო სივრცეში 22 სექტემბრამდე შეძლებთ, ხოლო 21 სექტემბერს გაიმართება პანელური დისკუსია. 


გამოფენის ლინკი


ფოტოს წყარო: Henning Rogge / Urbane Künste Ruhr