კენგო კუმასა და მისი გუნდის, იაპონური სტუდიის - Kengo Kuma and Associates-ის მიერ ლისაბონში, განახლებული Centro de Arte Moderna (CAM) Gulbenkian გაიხსნა. არქიტექტორი გუნდთან ერთად 5 წლის განმავლობაში მუშაობდა და თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა საბოლოო სახე ახლახან მიიღო. მუზეუმი ლისაბონის გულბენკიანის ფონდის ტერიტორიაზე მდებარეობს, სადაც მულტიდისციპლინური კამპუსი აერთიანებს 1960-იანი წლების ნაგებობებს და წარმოადგენს კოლექციონერის და ქველმოქმედის, კალოსტ გულბენკიანის მემკვიდრეობას.
Calouste Gulbenkian Foundation-ის კომპლექსი ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობად ითვლება მას შემდეგ, რაც 1960-იან წლებში გაიხსნა. ფონდი აერთიანებს ხელოვნებას, ქველმოქმედებას, მეცნიერებასა და განათლებას, ლისაბონის კამპუსში მდებარეობს მთავარი ოფისი, ბიბლიოთეკა, სამეცნიერო კვლევითი ცენტრი და კენგო კუმას დაპროექტებული თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი - Centro de Arte Moderna.
ფონდისა და არქიტექტურული სტუდიის მთავარი მიზანი იყო მუზეუმი დაპროექტებულიყო ბაღთან და ლანდშაფტთან მაქსიმალური ინტეგრაციით. კენგო კუმამ და მისმა გუნდმა შეინარჩუნა მუზეუმის თავდაპირველი კონსტრუქცია, თუმცა განახლებისა და გაფართოებისთვის მათ გამოიყენეს იაპონური არქიტექტურის ტრადიციული კონცეფცია, სახელწოდებით "ენგავა". გუნდმა მუზეუმი ლანდშაფტის არქიტექტორ ვლადიმერ ჯუროვიჩთან თანამშრომლობით განაახლა, შედეგად გაფართოვდა ფონდის ბაღები და იქ არსებულმა სტრუქტურებმა უფრო მჭიდრო სახე მიიღო. Centro de Arte Moderna-ს შენობა თავდაპირველად 1983 წელს ბრიტანელმა არქიტექტორმა ლესლი მარტინმა დააპროექტა. მუზეუმში ინახება 12000-მდე ნამუშევარი - ნახატები, ინსტალაციები, ქანდაკებები, ფოტოები. წარმოდგენილია საერთაშორისო და ბრიტანელი არტისტების მნიშვნელოვანი კოლექციები, მათ შორის - სონია და რობერტ დელონების, დევიდ ჰოკნისა და ბრიჯიტ რაილის.
ფოტოს წყარო: Fernando Guerra, Designboom
დაწერე კომენტარი