კენგო კუმამ ახალი, მოდულური ხის თარო მოძრავი ფირფიტებით შექმნა, რომელიც რიუიჩი საკამოტოს დიზაინს ასახავს. სართულებიანი ხის თაროს პროექტი, სახელწოდებით "〇〇□ (Marumarushikaku)" მოიცავს მოძრავ, წრიულ ტიხრებსა და მართკუთხა დაფებს, რომლის დასამზადებლადაც არქიტექტორი იყენებს ხეს ჰოკაიოდან და როგორც აღნიშნავს, პროექტი ტყეში გამეფებულ თავისუფლებას გამოხატავს.
მბრუნავი ფირფიტებისა და მოდულური ხის თაროს მრავალი ფენა მფლობელს საშუალებას აძლევს გამოიყენოს ის როგორც მცენარეების, ქოთნების, წიგნების დასალაგებლად და ინტერიერის გამორჩეულ დეკორაციად.
რიუიჩი საკამოტო არის More Trees-ის - დიზაინის კომპანიის დამფუძნებელი, რომელიც მიზნად ისახავდა ხის პროდუქციის დამზადებას დიზაინერებთან და ადგილობრივ ხელოსნებთან ერთად იაპონური ხის გამოყენებით. სწორედ "〇〇□ (Marumarushikaku)"-ის მსგავსი პროექტის განხორციელებას გეგმავდა, თუმცა საკამოტო მოულოდნელად გარდაიცვალა, კენგო კუმამ კი მისი საქმიანობა გააგრძელა და ჩაფიქრებული პროექტიც განახორციელა, როგორც კომპანიის ახალი ლიდერმა.
კენგო კუმას უახლესი ქმნილება პირველად იქნება წარმოდგენილი Ace Hotel Kyoto-ში - სასტუმროში, რომელიც მან თავად შექმნა More Trees × Pearl+-თან თანამშრომლობით. სტუმრებს ახალი მოდულური ხის თაროს დათვალიერების შესაძლებლობა 28 მარტიდან 14 აპრილამდე ექნებათ.
დაწერე კომენტარი