იეო მინ პეი გამორჩეული არქიტექტორი იყო, რომელმაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არაერთი დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი მოდერნისტული შენობა შექმნა. პეიმ 102 წელი იცოცხლა, ცხოვრების ნახევარი კი სწორედ არქიტექტურას მიუძღვნა და 60 წლის განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა აბსტრაქტული ფორმებზე - ქვის, ბეტონის, მინისა და ფოლადის გამოყენებით.

IMG_3686.jpeg 149.08 KB
ჩინეთში დაბადებული იეო მინ პეი არქიტექტურის შესასწავლად ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად და პენსილვანიის უნივერსიტეტში და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში მიიღო განათლება. ბაკალავრის შემდეგ, ჰარვარდში, დიზაინის უმაღლეს სკოლაში გააგრძელა მაგისტრატურაზე სწავლა, სადაც  შემდგომი წლები პროფესორის ასისტენტის თანამდებობაზე მუშაობდა.
IMG_3668.jpeg 1.03 MB
1955 წელს იეო მინ პეიმ საკუთარი არქიტექტურული ფირმა დააფუძნა, რომელიც თავდაპირველად ცნობილი იყო, როგორც “IM Pei & Associates”, მოგვიანებით კი „Pei Cobb Freed & Partners’’ ეწოდა. პეის შემოქმედებაში ერთ-ერთი პირველი ცნობილი ნამუშევარია 1967 წლის ატმოსფერული კვლევის ეროვნული ცენტრი კოლორადოში, რითაც არქიტექტორის წარმატების გზა გაიხსნა და 60-იან წლებში არაერთი წარმატებული პროექტი შექმნა, მათ შორის ევერსონის მუზეუმის შენობა ნიუ-იორკში და აიოვას ხელოვნების ცენტრის კორპუსი.
IMG_3675.png 490.68 KB
1974 წლიდან იეო მინ პეი 4 წლის განმავლობაში მუშაობდა ამერიკის ეროვნული ხელოვნების გალერეის აღმოსავლეთის შენობაზე, გეომეტრიული ფორმების მქონე ნაგებობამ მალევე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება და არიტექტორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარი გახდა. პეის დაპროექტებული ხელოვნების გალერეა პიკასოს, მატისის, ენდი უორჰოლის და სხვა ხელოვანების მნიშვნელოვან ნამუშევრებს ინახავს, წარმოადგენს კვლევით ცენტრსა და ადმინისტრაციულ ოფისებს. 

პეის 70-იანი წლების ცნობილ ნამუშევრებს შორისაა ჯონ კენედის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა და მუზეუმი ბოსტონში და OCBC Center, 197,7 მეტრის, 52 სართულიანი ცათამბჯენი, ბრუტალისტური შენობა სინგაპურში, რომელიც OCBC Bank-ის სათავო ოფისის ფუნქციას ასრულებს. შენობა გაიხსნა 1976 წელს და იმ დროისათვის იყო მეორე ყველაზე მაღალი შენობა ქვეყანაში და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. 

IMG_3674.jpeg 270.66 KB
1982–1990-იან წლებში პეი ჩინეთის ბანკის შენობაზე მუშაობდა, რომელიც ჰონგ-კონგში მდებარეობს და გამორჩეულია მისი ფასადიღ. 315 მეტრი სიმაღლის შენობა ისეა დაპროექტებული, რომ შიდა კონსტრუქციული ელემენტები და საყრდენი კარკასი კარგად ჩანს შენობის ვიზუალში.

IMG_3679.png 1.03 MB
პეის ველაზე სახელგანთქმულ ნამუშევრად დღემდე მიიჩნევა ლუვრის პირამიდა, რომელიც არქიტექტორმა 1993 წელს დაასრულა. 21 მეტრის სიმაღლის და 35 მეტრი სიგანის პირამიდა, რომელიც მრავალსართულიანი მიწისქვეშა კონსტრუქციის შესასვლელი და ფუნქციონალური მისაღები ადგილია, 603 რომბის ფორმისგან, 70 სამკუთხა მინის სეგმეტისგან შედგება, შუშის პანელების სამკუთხა და კრისტალური განზომილებები კი ნაგებობას ორიგინალურ და საინტერესო ვიზუალს აძლევს.
IMG_3676.jpeg 497.4 KB
თავაპირველად ლუვრის პირამიდის დიზაინმა ხალხში გაურკვევლობა გამოიწვია, არქიტექტორი კრიტიკის ობიექტი გახდა და მის ნამუშევარს მსოფლიოს გარშემო განიხილავდნენ, თუმცა დღეს ყველა თანხმდება, რომ პირამიდამ მუზეუმი სრულიად ახალ და საინტერესო განზომილებაში გადაიყვანა და ლუვრის იდენტობის სიმბოლოდ იქცა. პირამიდა პარიზის ღირსშესანიშნაობა და ქალაქის საყვარელი მონუმენტია, რომლის სანახავადაც ვიზიტორები მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან. 

იეო მინ პეის ბოლო და კიდევ ერთი ცნობილი ნამუშევარია ისლამური ხელოვნების მუზეუმი დოჰაში, რომელიც არქიტექტორმა ძველი ისლამური არქიტექტურის გავლენით შექმნა. პეი თვლიდა, რომ არქიტექტურა პრაგმატული ხელოვნებაა და ცხოვრების ბოლომე, ჩართული იყო საქმიანობაში. მას ეკუთვნის არაერთი ჯილდო, მათ შორის ცნობილი პრიცკერის პრემია, რომელიც 1983 წელს მიიღო და ჯილდო ჯილდო ჩინელი სტუდენტებისთვის არქიტექტურის სასწავლო ფონდის დასაარსებლად გამოიყენა.


ფოტოს წყარო: Dezeen, Washington Post, ArchDaily, Architectural Digest, The New York Times