‘’სუბსტანცია’’ 2024 წლის საშინელებათა ჟანრის ფილმია, რომლის თანაპროდიუსერი, სცენარისტი და რეჟისორი კორალი ფარჟაა, მთავარ როლებს კი დემი მური, მარგარეტ ქუეილი და დენის ქუეიდი ასრულებენ. ფილმი გაერთიანებული სამეფოს, შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის კოპროდუქციაა, რომლის პრემიერა 19 მაისს კანის 77-ე კინოფესტივალზე შედგა და მოიპოვა პალმის რტო საუკეთესო სცენარის ნომინაციაში. ფილმი 20 სექტემბრიდან სხვადასხვა ქვეყნის კინოეკრანებზე გამოჩნდა, ‘’სუბსტანცია’’ რეჟისორის მეორე ფილმია 2017 წლის Revenge-ის შემდეგ.ფილმი ელიზაბეტ სპარკლზე მოგვითხრობს, რომელსაც ვირტუოზულად, ძალიან საინტერესოდ განასახიერებს დემი მური. სპარკლი ცნობილია აერობიკის შოუს წამყვანობით, 50 წლის ასაკში კი იგებს, რომ სურთ გადაცემის რეიტინგი მეტად აამაღლონ და იგი უფრო ახალგაზრდა წამყვანით ჩაანაცვლონ. მთავარი გმირისთვის ეს ურთულესი და მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება, რის გამოც გადაწყვეტს გამოიყენოს შავი ბაზრის მედიკამენტი - ნივთიერება, რომელიც მას ახალგაზრდა ქალად გარდაქმნის და მის უკეთეს ვერსიას შექმნის.როგორც მოგვიანებით ირკვევა, ახალგაზრდობის ეფექტი და პროგრესი დროებითია და რეალურად მედიკამენტს ძალიან რთული და სერიოზული ჩვენებები აქვს. ფილმი სხვადასხვა პრობლემას წარმოაჩენს და ისეთ მნიშვნელოვან თემებს წამოჭრის, როგორიცაა სოციუმში დაწესებული სილამაზის ნორმები, ადამიანთა შიშები, იდენტობის დაკარგვა და პიროვნების გაორება, ნათლად ჩანს, თუ სანამდე შეიძლება მივიდეს ადამიანი, რომელიც მარადიული ახალგაზრდობის იდეით არის შეპყრობილი.მთავარი როლის შემსრულებელი დემი მური, რომელიც კინოეკრანებზე სწორედ ამ ფილმით დაბრუნდა, თავად აღნიშნავს, რომ გადაღების პროცესმა ასაკთან დაკავშირებულ ცვლილებებზე დააფიქრა და ამბობს, რომ ფილმს მნიშვნელოვანი გზავნილი აქვს, რაც საკუთარი თავის მიღებას გულისხმობს. ‘’ვცდილობ, აწმყოთი ვიცხოვრო და დავტკბე თითოეული შესაძლებლობით. ჩემთვის, ეს ცხოვრების ყველაზე კარგი პერიოდია’’. - ამბობს მსახიობი.
ფოტოს წყარო: The Substance, Mubi
დაწერე კომენტარი