ჯი-თი მოტორსის ორგანიზებით Land Rover-ის - ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი, ძლიერი და გამორჩეული ავტომობილის - Defender-ის ერთგული მომხმარებლებისთვის დაუვიწყარი და თავგადასავლებით სავსე Off-Road ტური გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ღონისძიების მონაწილეები 100-ზე მეტი Defender-ით ჯავახეთს ესტუმრნენ. მასშტაბური და საინტერესო ტურის მთავარი მიზანი - ავტომობილის სრული პოტენციალის აღმოჩენა, ჯავახეთის ბუნების გაცნობა და Defender Community-ს გაფართოება იყო.

Defender-ის მაქსიმალურ კომფორტთან, სიმყუდროვესა და დახვეწილ ვიზუალთან ერთად, გამორჩეული მახასიათებელია სხვადასხვა სირთულის წინაღობის გადალახვა. სწორედ ამიტომ ფარავნის ტბაზე სპეციალურად ჭაობში შემუშავებული Off-Road აქტივობა მოეწყო, ღონისძიებისთვის GT Motors-მა საქართველოში Land Rover-ის სერტიფიცირებულ ინსტრუქტორებს უმასპინძლა და მათმა გამოცდილებამ, კომპანიის გუნდთან ერთად, სტუმრებისთვის დაუვიწყარი Off-Road თავგადასავლის შექმნა უზრუნველყო. 

ღონისძიებამ გააერთიანა ჯავახეთის სამზარეულოსთვის დამახასიათებელი შტრიხებით შექმნილი პიკნიკი და ვახშამი, რომლის დროსაც უახლესი Defender OCTA-ს მოულოდნელი და ექსკლუზიური წარდგენა გაიმართა. ავტომობილის Pre-Production მოდელი ქართველი მომხმარებლების წინაშე წარსადგენად სპეციალურად ღონისძიებაზე პრეზენტაციისთვის ჩამოვიდა. 

Defender OCTA არის ყველაზე სწრაფი და მძლავრი Defender ავტომობილი, რაც კი ოდესმე შექმნილა და იდეალურია როგორც საოჯახო მოგზაურობისა და ყოველდღიურობისთვის, ისე ექსტრემალური თავგადასავლებისთვის, რადგან ორიენტირებულია მაქსიმალურ სიძლიერეზე, სიმტკიცესა და კომფორტზე, ავტომობილი ურთულეს პირობებსა და ნებისმიერ დაბრკოლებას მარტივად უმკლავდება და შესაძლებლობას გაძლევთ უნიკალური გამოცდილება მიიღოთ. უახლესი მოდელის შეძენას ქართველი მომხმარებლები ძალიან მალე შეძლებენ.