ოქროსფერი, მზიანი და ლამაზი დღეებით სავსე შემოდგომის სეზონი, როგორც წესი, ახალ იდეებთან, მიზნებთან და სიახლეებთან ასოცირდება. ასევე ეს იდეალური დროა დახვეწილი, განახლებული ლუქების ასაწყობად, სწორედ ამ იდეით, ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობმა და საყვარელმა ბრენდებმა - IZIPIZI-მ და MATTERS-მა შემოდგომის მზიანი და ფერადი დღეების აღსაწერად ერთობლივი კამპანია წარმოგვიდგინეს.

IZIPIZI X MATTERS-ის თანამშრომლობით შექმნილი ფოტოების სერია Nekresi Estate-ში, ფოტოგრაფ ლუიზა ჩალათაშვილის მიერ არის გადაღებული. ულამაზესმა გარემომ, შემოდგომის ფერებმა, მოდელების დახვეწილმა სტილმა და თითოეული დეტალის ერთმანეთთან შერწყმამ კარგად გამოკვეთა კამპანიის ხასიათი და განწყობა, ბრენდების დამახასიათებელი ესთეტიკა და მათი კომპოზიციური შეხამება.

სამოსი და აქსესუარი ორი უმნიშვნელოვანესი ელემენტია იმისათვის, რომ ჩვენი იმიჯით გარშემომყოფებს პირველი შთაბეჭდილება, ჩვენს გემოვნებაზე, ინტერესებსა და ხასიათზე წარმოდგენა შევუქმნით, რასაც იდეალურად ეხმიანება MATTERS-ისა და IZIPIZI-ს კონცეფციები. ორივე ბრენდი, თავის მხრივ, კომფორტთან, ხარისხთან, დახვეწილობასა და ტრენდულობასთან ასოცირდება და მათი თითოეული კოლექცია თვითგამოხატვის იდეით იქმნება.

MTTRS_068.jpg 1.62 MB

ბრენდებს კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი დეტალი აკავშირებთ, მათი კოლექცია ეკომეგობრულია. IZIPIZI 2010 წლიდან ბიოდეგრადირებად, მაღალი ხარისხის პოლიკარბონატის სათვალეებს აწარმოებს და ყველაზე ფერად, მხიარულ და გამორჩეული სტილის სათვალეებთან ასოცირდება. MATTERS-ის ისტორია კი 2018 წელს იწყება და გარდა იმისა, რომ მომხმარებელს დახვეწილ და თანამედროვე ტანისამოსს სთავაზობს, ბრენდის კოლექციების 80% სრულიად ნატურალური ქსოვილებისგან მზადდება, ეტაპობრივად კი მხოლოდ 100%-ით ნატურალური მასალის გამოყენებაზე გადადის.

IZIPIZI-სა და MATTERS-ის კოლექციები სხვადასხვა ასაკისა და ინტერესის მომხმარებლებს ერგება და მათ თვითგამოხატვისთვის შესაძლებლობას მაღალი ხარისხის, კომფორტისა და სილამაზის გაერთიანებით აძლევს. MATTERS X IZIPIZI-ს კოლაბორაციული კამპანია შთაგვაგონებს საკუთარ თავში ახალი აღმოჩენები გავაკეთოთ და შემოდგომის ოქროსფერი სეზონი ჩვენი სტილით, ელეგანტური ჩაცმულობითა და თანმდევი აქსესუარით კიდევ უფრო საინტერესო და ლამაზი გავხადოთ.