ბათუმი უკვე მრავალი წელია ბევრი ჩვენგანისთვის ზაფხულთან, ზღვასთან, მზის ოქროსფერ სხივებთან, ახალ თავგადასავლებთან და დაუვიწყარ საზაფხულო მოგონებებთან ასოცირდება, საზაფხულო და საზღვაო თავგადასავალი კი წარმოუდგენელია სეზონის მთავარი აქსესუარის - სათვალის გარეშე. სწორედ ბათუმში მხიარული, გამორჩეული და ბუნების ფერებით შთაგონებული IZIPIZI-ს სათვალეების მრავალფეროვანი არჩევანი დაგხვდებათ და წელს სიახლეებს შემოგთავაზებთ - ბრენდის ახალ სტენდს გრანდ მოლში იხილავთ, ბათუმის ბულვარში კი საინტერესო კონცეფციის ახალ ეკობაიკს შეხვდებით, რომელზეც IZIPIZI-ს დახვეწილი სტილის ფერადი სათვალეებია განთავსებული.
2010 წელს სამი მეგობრის მიერ დაარსებული IZIPIZI საქართველოში 2017 წლიდან გამოჩნდა და ქვეყანაში მისი ოფიციალური დისტრიბუტორი კომპანია Giggles-ია. ამ დროის განმავლობაში IZIPIZI უამრავი ადამიანის საყვარელ ბრენდად იქცა და გამორჩეული სტილის ერთ-ერთი მთავარი აქსესუარი გახდა. გარდა იმისა, რომ IZIPIZI-ს სათვალეები ფერების დიდი არჩევანით, დახვეწილი დიზაინით და ბიოდეგრადირებადი მასალებით გამოირჩევა, მომხმარებლისთვის განსაკუთრებულად კომფორტულია სათვალის სხვადასხვა ადგილას შეძენის შესაძლებლობა.
მაშინაც კი, თუ ბათუმის სანაპიროზე მისული აღმოაჩენთ, რომ ძალიან საჭირო აქსესუარი თან არ გაქვთ, გამოსავალი ძალიან მარტივია, სიახლოვეს აუცილებლად შეგხვდებათ IZIPIZI-ს ეკობაიკი. სრულიად ეკომეგობრული, საინტერესო და ვიზუალურად დახვეწილი ეკობაიკის პროექტი სრულყოფილი იერსახით პირველად წელს ბათუმში, შავი ზღვის ჯაზფესტივალზე გამოჩნდა, შემდეგ კი ბათუმის ახალ ბულვარში გადაინაცვლა. ქალაქის პეიზაჟის, ჟრიამულით სავსე სანაპიროსა და ზღვის ფონზე მოსეირნე ეკობაიკი დამსვენებლებს სათვალეების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს და აქსესუარის შეძენის პროცესს კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის.
კიდევ ერთი და ახალი ლოკაცია IZIPIZI-ს სათვალის შესაძენად ბათუმში მდებარე გრანდ მოლია, სადაც მარტივად იპოვით სათვალეების ფერად სტენდს. ადამიანის განწყობის გაუმჯობესების იდეით შთაგონებული სათვალეების სრული ასორტიმენტი გრანდ მოლში დაგხვდებათ და შეძლებთ სათვალეები როგორც დიდების, ისე უმცროსი თაობისთვის, ნებისმიერი ასაკისა თუ ინტერესის მქონე ადამიანისთვის, საკუთარი თავისთვის, ოჯახის წევრების ან მეგობრებისთვის შეიძინოთ.IZIPIZI-ს მსუბუქი, კომფორტული და ლამაზი სათვალეები ყველასთვისაა, ზაფხულის ჯადოსნურ სეზონზე კი შეგიძლიათ უკეთ გაიცნოთ და კიდევ უფრო შეიყვაროთ ბრენდი, შეიძინოთ ზაფხულის მთავარი, ყველაზე ფერადი აქსესუარი და დასვენების დაუვიწყარი წუთები, სეზონური თავგადასავალი კიდევ უფრო სასიამოვნო გახადოთ. გარდა ეკობაიკისა და გრანდ მოლში წარმოდგენილი სტენდისა, IZIPIZI-ს სათვალეებს ბათუმის კიდევ რამდენიმე ადგილას შეიძენთ, მათ შორის - Radisson Blu Hotel-ში, Iveria Beach-ზე, Little Star-ისა და Yuliko & Friends-ში.
დაწერე კომენტარი