გასული საუკუნიდან მოყოლებული დღემდე ფრანგული ახალი ტალღა არაერთ გამორჩეულ ფილმს ინახავს, რომელთა მთავარი მოტივი - საზაფხულო დასვენება, შვებულება, არდადეგები და სეზონური თავგადასავლებია. გიზიარებთ ფილმებს, რომლებიც სახლიდან გაუსვლელად გვამოგზაურებენ ზღვისპირა ადგილებში, გვიმაღლებენ საზაფხულო დასვენების განწყობას და საინტერესო, ხანდახან საკმაოდ რთულ თავგადასავლებსაც გვიზიარებენ.A Summer's Tale (1996)
ერიკ რომერის ფილმი - ‘’ზაფხულის ზღაპარი’’, ფრანგულად - Conte d'été - მორცხვი მათემატიკოსი ბიჭის - გასპარის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ზაფხულის არდადეგებს ზღვისპირა ქალაქში ატარებს და ელოდება, რომ მისი მეგობარი გოგო - ლენა ჩამოაკითხავს, თუმცა მის ჩამოსვლამდე ჯერ სტუდენტ მარგოს ხვდება, წვეულებაზე კი კიდევ ერთ გოგოს - სოლინს გაიცნობს და მასთან იწყებს ურთიერთობას, ამასობაში კი საზაფხულო დასვენებას ლენა უერთდება, შედეგად გასპარის გრძნობები თავდაყირა დგება...La Collectionneuse (1967)
‘’კოლექციონერი ქალი’’ 1967 წლის რომანტიკული დრამაა, რომლის სიუჟეტიც ორი ახალგაზრდა მამაკაცის - ადრიენისა და დანიელის ირგვლივ ვითარდება, ისინი საზაფხულო დასვენების დღეებს სან-ტროპეს ლაჟვარდოვან სანაპიროზე ატარებენ. რივიერაზე არდადეგების სიმშვიდეს მესამე სტუმარი, ქარიზმატული და ენერგიული ჰაიდე არღვევს, რომელსაც თაყვანისმცემლების დიდი სია და მათთან დაკავშირებული უამრავი სხვადასხვა ისტორია აქვს. Claire's Knee (1970)
კიდევ ერთი საზაფხულო დასვენების ამსახველი ფილმი ერიკ რომერის შემოქმედებიდან 1970 წლის დრამაა, სახელწოდებით - ‘’კლერის მუხლი’’. ფილმის მთავარი გმირი, ახალგაზრდა გოგონა კლერი მასზე ბევრად უფროსი, 35 წლის მამაკაცის ყურადღებას იქცევს, რომელსაც კლერის მიმართ უცნაური გრძნობები უჩნდება, Claire's Knee მეგობრობაზე, სიყვარულზე, სურვილებზე, ფანტაზიებსა და მათ შეუთავსებლობაზე მოგვითხრობს.Bay of Angels (1963)
ჟაკ დემის რომანტიკული დრამის - Bay of Angels-ის სიუჟეტი ძირითადად საფრანგეთში, ნიცაში მდებარე კაზინოებში ვითარდება და აზარტული თამაშების მოყვარული ქალისა და ბანკის თანამშრომლის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ჩართულია ქალის რისკით სავსე ცხოვრებაში. La piscine (1969)
La Piscine არის 1969 წლის ფსიქოლოგიური დრამა, რომელშიც მთავარ როლებს ალენ დელონი, რომი შნაიდერი, მორის რონე და ჯეინ ბირკინი ასრულებენ. ფილმი გადაღებულია ფრანგულ რივიერაზე, სან-ტროპეში მდებარე საზაფხულო ვილაზე, სადაც წყვილი - ჯან-პოლი და მარიანა ზღვის პირას ატარებენ დასვენების დღეებს, რომელიც თანდათან ივსება ეჭვიანობით, ფარული ზიზღითა და გულგრილობით. რეჟისორ ჟაკ დერეს ფილმმა რომი შნაიდერი და ჯეინ ბირკინი 60-იანი წლების სანაპირო ცხოვრებისა და სტილის სიმბოლოებად აქცია.Breathless (1960)
1960 წლის ფილმი - "უკანასკნელ ამოსუნთქვამდე” ჟან ლუკ გოდარის პირველი სრულმეტრაჟიანი, სადებიუტო შავ-თეთრი ფილმია, რომელშიც მთავარ როლებს - ჟან-პოლ ბელმონდო და ჟან სებერგი ასრულებენ. გოდარის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად წოდებული ფილმი ახალგაზრდა მამაკაციას - მიშელ პუაკარის შესახებ გვიყვება, რომელიც ფულს მანქანების გატაცებით შოულობს, არასდროს ფიქრობს მისი საქცილების შედეგებზე და საკუთარი თავის იმედი აქვს. ხვდება ამერიკელ, ჟურნალისტიკის სტუდენტ გოგონას ხვდება, რომელსაც ჯიუტად არწმუნებContempt (1963)
ჟან ლუკ გოდარის პირველი ფერადი ფილმი, 1963 წლის ‘’ზიზღი’’ იტალიაში, კუნძულ კაპრიზეა გადაღებული. სიუჟეტი ცოლ-ქმრის - პოლისა და კამილას ირგვლივ ვითარდება, ფრანგი სცენარისტი პოლი, პროდიუსერსა და თავის ცოლზე კამილაზე ეჭვიანობს, რასაც ახალგაზრდა ქალი ზიზღითა და გაუცხოებით პასუხობს. ფრანგულ დრამაში ცოლ-ქმარს ბრიჯიტ ბარდო და მიშელ პიკოლი განასახიერებენ.Pierrot le fou (1965)
ჟან ლუკ გოდარს უკავშირდება ფილმის - ‘’შეშლილი პიეროს’’ გადაღება, რომელშიც ჟან-პოლ ბელმონდო და ანა კარინა მონაწილეობენ. ფილმის მთავარი გმირი პიერო შვილის ძიძასთან, მარიანასთან ერთად პარიზიდან გარბის, ისინი უკან იტოვებენ პრობლემებს, პიერო ცოლს და მასთან დაკავშირებულ კონფლიქტს გაურბის, ხოლო მარიანა ბანდიტებისგან გაქცევას ცდილობს. ქალაქიდან გაქცეული მარიანა და პიერო განმარტოვებულ კუნძულზე, ზღაპრულ სანაპიროზე, თავგადასავლებით სავსე მოგზაურობას იწყებენ.
Jules and Jim (1962)
‘’ჟიული და ჯიმი’’ ფრანსუა ტრიუფოს 1962 წლის ფილმია, რომელიც სამი ადამიანის - ორი მამაკაცისა და ერთი ქალის ტრაგიკულ სასიყვარულო ისტორიას ასახავს. მეგობრები - ჟიული და ჯიმი პარიზში ცხოვრობდნენ, როდესაც მუზეუმში უძველესი ქანდაკება აღმოაჩინეს, რომელმაც მათი აღფრთოვანება გამოიწვია. მეგობრები სულ მალე შეხვდნენ ქალს, რომელიც ძალიან ჰგავდა ქანდაკებას და მან ორივე მამაკაცის გული მოიგო.Les Aventuriers (1967)
რობერ ენრიკოს სათავგადასავლო დრამა, სახელწოდებით ‘’თავგადასავლების მაძიებელნი’’ საუკეთესო მეგობრების - როლანის და მანიუს შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც თავგადასავლების მოყვარულნი არიან და ყველგან ეძებენ მას, ერთხელაც კი მათ ცხოვრებაში ლეტიცია გამოჩნდება, სამივე მათგანი ერთვება ერთ გამოწვევაში - ისინი იგებენ, რომ კონგოს ნაპირებთან, ოკეანის ფსკერზე ჩაძირულია ვერტმფრენი, რომელიც განძითაა სავსე. მთავარ როლებში მონაწილეობენ - ალენ დელონი, ლინო ვენტურა და ჯოანნა შიმკუსი.
დაწერე კომენტარი