Versace-მ თავისი უახლესი Icons კამპანია წარმოადგინა, რომელშიც კიდევ ერთხელ მონაწილეობენ ოსკაროსანი მსახიობები - ენ ჰეთევეი და კილიან მერფი, მათი კოლაბორაცია პირველად რამდენიმე თვის წინ, აპრილში შედგა, Icons კოლექცია დონატელა ვერსაჩემ 2023 წელს შექმნა. ახალი კამპანია ფოტოგრაფების, Mert Alas-ისა და Marcus Piggott-ის მიერ არის გადაღებული და Versace Icons-ის უახლეს კოლექციას წარმოადგენს, რომელიც ხასიათდება, როგორც - ‘’მარადიული, ძლიერი, საკულტო.’’
კოლექციის ნაწილი ხაზს უსვამს დონატელა ვერსაჩეს ადრეული კოლექციების დიზაინს, სწორედ ამ საკულტო დიზაინისა და მარადიული ოსტატობის აღსანიშნავად, Versace-ს კამპანია სიძლიერეს, დახვეწილ და ელეგანტურ სტილს წარმოაჩენს, პატივს სცემს სახლის მდიდარ მემკვიდრეობასა და თანამედროვე ინოვაციებს. კოლექციაში ვხვდებით საღამოს კაბას, რომელიც დამზადებულია Versace-ს საფირმო ლითონის ბადისგან, ასევე მორგებულ, ტყავისა ქურთუკებს, პიჯაკებს, ჟაკარდის ქსოვილებსა და Medusa 95 ჩანთებს.
‘’Versace უფრო მეტია, ვიდრე ბრწყინვალე პრინტები, მძლავრი სამკერვალო და საკულტო მემკვიდრეობა - ეს არის ახდენილი ოცნება. ძალიან მადლობელი ვარ დონატელა ვერსაჩესი, რომ მომიწვია ამ კამპანიაში, ის მე უფრო ნათელს მხედავს, ვიდრე მე ვხედავ საკუთარ თავს”, - აღნიშნა ენ ჰეთევეიმ. ‘’რა თქმა უნდა, მისი ნამუშევრების დიდი გულშემატკივარი ვარ, მაგრამ უფრო მეტად აღფრთოვანებული ვარ მისით, როგორც ქალით. ის არის ძალიან დიდი ვარსკვლავი, კრეატიული და განსაკუთრებულად კეთილი. ეს არის ის, რაც ქმნის Versace Icons-ს.’’ - ამბობს დონატელა ვერსაჩე ენ ჰეთევეის შესახებ.
Versace Icons-ის კოლექციაში ასევე ვხვდებით კაბებს პრინტიანი აბრეშუმის ქსოვილით, როგორც ნაქსოვ, ისე მბზინავ სამოსს, აქსესუარებს მოდის სახლის სიმბოლოებით. ”მე ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს Versace Icons კოლექციაში’’, - თქვა კილიან მერფიმ, ‘’როდესაც ხედავთ, გრძნობთ და ატარებთ ტანსაცმელს, მაშინვე ცხადი ხდება, რომ ეს არის დიზაინის ნაწილი მემკვიდრეობის, ოსტატობისა და ხასიათის სიძლიერით - ჩემთვის ასეთი ნამდვილად Versace-ა”.
ფოტოს წყარო: Versace
დაწერე კომენტარი