„ე.ა. საგამოფენო სივრცე 22 ოქტომბრიდან ხელოვანების - ქეუ მეფარიშვილის და ჰუსეინ შიხას ერთობლივ გამოფენას მასპინძლობს. ‘’ქიმერას მემორიალი’’ ერთმანეთისგან განსხვავებულ, თუმცა ურთიერთდაკავშირებულ ნამუშევრებს აერთიანებს, რომელთა დათვალიერების შესაძლებლობა სტუმრებს 24 ნოემბრამდე ექნებათ. 

გამოფენა ხაზს უსვამს ისეთ საკითხებს, როგორიცაა სუბიექტური რუკა, ადგილის მოწყობა, კონტრჰეგემონური ნარატივების ჩამოყალიბება და ეხმიანება თანამედროვე საზოგადოების სირთულეებს. ხელოვანები იკვლევენ მატერიალურობას, სიმბოლიზმსა და კულტურულ მემკვიდრეობას, რაც ქმნის მათი ტრანსფორმაციული ძალის აღქმას ნავიგაციასა და მოლაპარაკებების საზღვრებში - იქნება ეს ფიზიკური, კულტურული თუ სიმბოლური.

ქეუ მეფარიშვილი მრავალ მედიუმში მუშაობს. ორგანული და სინთეზური ფორმების გამოყენებით, ხელოვანი იძიებს იდენტობას. მისი ინტერესი მითოლოგიასა და მისტიციზმში ქართული ზოომორფული ტრადიციებიდან იღებს სათავეს, ქეუ მეფარიშვილის ქანდაკებების ახალი სერიისთვის დამახასიათებელია ინტერესი ქართულ და კავკასიურ ოპუსსა და ანტიკურ მითოლოგიაში. 

IMG_5484.jpeg 413.4 KB
ჰუსეინ შიხას პრაქტიკა ოჯახის, კულტურის და კონკრეტულად, სამხრეთ ერაყული ხალიჩების ტრადიციის კომპლექსური სიმბოლოკის შესწავლას ეფუძნება. მისი შემოქმედება გამოირჩევა მომავლის ხედვით - ხელოვანი იყენებს ჰოლოგრამას, ციფრულ ენასა და ქსოვას, ტრადიციული ქარგი შიხას პიქსელების ენაზე გადაჰყავს, რომელიც დამაკავშირებელი ძაფი ხდება ხალიჩის წარმოებასა და ციფრულ განვითარებას შორის. მის ნამუშევრებზე ასახული სიმბოლოები და ნიშნები მომდინარეობს როგორც თანამედროვე პოპულარული კულტურიდან და ადრეული პირველი ტალღის ციფრული თამაშებიდან, ასევე მესოპოტამიის სიმბოლოებიდან და პერსონაჟებიდან.



ფოტოს წყარო: გიორგი ყოლბაია, გიორგი მიმინოშვილი, ე.ა საგამოფენო სივრცე