არქიტექტორ ფრენკ ლოიდ რაიტს მსოფლიოში უამრავი ინოვაციური და საინტერესო პროექტი ეკუთვნის, მათგან კი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია - Mrs. Clinton Walker-ის სახლი კალიფორნიაში, კარმელ პოინტზე, რომელიც არქიტექტორის მრავალფეროვან შემოქმედებაში ერთადერთი ოკეანის პირას მდებარე სახლია. სან-ფრანცისკოს სამხრეთით მდებარე ორიგინალური სახლი დაპროექტებულია ისე, რომ ვიზუალურად წყალში შესულ გემს წააგავს, სახლი იდეალურადაა ინტეგრირებული ბუნებრივ ლანდშაფტთან და წყნარ ოკეანეზე, კარმელის ყურესა და სანაპიროზე ულამაზეს ხედებს ქმნის. 

IMG_5939.png 752.51 KB
სახლის პროექტი არქიტექტორს დელა უოკერმა 1945 წელს დაუკვეთა, რომელსაც ნანახი ჰქონდა ფრენკ ლოიდ რაიტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მნიშვნელოვანი ნამუშევარი - Fallingwater - სახლი ჩანჩქერზე, რომელიც ასევე იდეალურად ერწყმის გარემოს. ნამუშევრით მოხიბლული უოკერი დარწმუნებული იყო, რომ არქიტექტორი მსგავსი სიზუსტით შექმნიდა ოკეანის პირას მდებარე სახლს. კედრით, ბეტონით, მინითა და კარამელის შეფერილობის მქონე ქვის მასალებით, სახლის მშენებლობა 7 წლის შემდეგ, 1952 წელს დასრულდა. 

სახლში განთავსებულია სამი საძინებელი, თითოეულ მათგანს ხედი აქვს ოკეანეზე და მაქსიმალურად არის ინტეგრირებული გარემოსთან. კომბინირებულ მისაღებ და სასადილო ოთახში განთავსდა ჩაშენებული ავეჯი, კომპაქტური სამზარეულო, ვინტაჟური ტექნიკა, ორიგინალური სტილის ბუხარი, გრძელი და მასიური მინის ფანჯრები, წითელი პანელები და ჩარჩოები, ღია თაროები და საბოლოო ჯამში, გეომეტრიულად განლაგებული, კომფორტული და ინოვაციური სახლი შეიქმნა.



ფოტოს წყარო: Artnet News, Architectural Digest, House Beautiful