In the dark times Will there also be singing? 
Yes, there will also be singing. 
About the dark times. 
Bertolt Brecht

15 თებერვალს აქტუალური მუსიკის ფესტივალი “Close Encounters” იწყება.  წლევანდელი ფესტივალის პროგრამა  ერთგვარი ანარეკლია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა; რეფლექსია გამოხატული მუსიკით. 

ფესტივალის ფარგლებში სამი კონცერტი ჩატარდება: 15 თებერვალი -კლუბი Tbili orgia; 16-17 თებერვალი - Mutant Radio.  

ფესტივალში მონაწილეობენ: ანსამბლი KIOSK (თამრიკო კორძაია - პიანისტი,  რუსუდან მეიფარიანი - კომპოზიტორი/მომღერალი, კაროლინა ომანი - ჩელისტი); Trio U/R (შვეიცარია); ალექსანდრე კორძაია (kordz), გიორგი კობერიძე (Cobert),  ელენე გოგოძე, ნიკა მაჩაიძე (Nikakoi), ნატალი ბერიძე (TBA), თიკო ღოღობერიძე (TINA), სანდრო ჩინჩალაძე (TeTe Noise). 

95d992ba-697c-4ed7-828a-289a00a10851.jpeg 381.65 KB
ფესტივალის გახსნა - Long Night of Encounters

15/02/25 - Tbili orgia  

22:00 სთ 

ბილეთების ბმული

საღამოდან დაწყებული მთელი ღამის განმავლობაში შვეიცარიელი და ქართველი მუსიკოსები აუდიტორიას შესთავაზებენ მრავალფეროვან, ექსპერიმენტულ მუსიკალურ მოგზაურობას.

პირველი საფესტივალო საღამო - „ Long Night of Encounters“- სამი ნაწილისგან შედგება:

  1. ანსამბლი KIOSK (შვეიცარია, საქართველო, გერმანია)

რუსუდან მეიფარიანი, კლავიში, ვოკალი, კომპოზიცია; თამრიკო კორძაია, კლავიში; სოფი კრეიერი, სცენოგრაფია.

შესრულდება  ანუშკა ჩხეიძის (*1997, GE), ნიკა მაჩაიძის(*1972, GE), 

რუსუდან მეიფარიანის (*1975, GE/DE) და რუიჩი საკამოტოს (1952–2023, JP) კომპოზიციები: ფორტეპიანოს, ჰარმონიუმისა და ელექტრონიკისთვის. 

https://www.youtube.com/watch?v=ASSwd3bmNx0 

 2. ტრიო u/r (შვეიცარია)

ტობიას გერბერი, სემპლერი, საქსოფონი; 

ტომას კორბერი, ელექტრონიკა

(feedback, room amplification); 

თამრიკო კორძაია, ფორტეპიანო.

შესრულდება ტრიო u/r-ის ახალი კომპოზიცია.

3. Live set

bd8e531c-68a3-4774-b702-395d4b2b2f35.jpeg 156.95 KB
 

ნიკა მაჩაიძის ახალი პროექტი IMAGO SONOGRAM 


II კონცერტი - Lost In Sound

16/02/25 - Mutant Radio-სსაკონცერტო სივრცე

21:00 სთ 

ბილეთები


ფესტივალის მეორე საღამო გაიმართება Mutant Radio-ს საკონცერტო სივრცეში და ფესტივალის ისტორიაში პირველად იქნება წარმოდგენილი ორი ინტერაქტიული  პროექტი: 

ქართველი მუსიკოსი და  საუნდ არტისტი გიორგი კობერიძე  წარმოადგენს ელექტრო-აკუსტიკურ  ნაწარმოებს \ ინსტალაციას "Mur Mur“;

შვეიცარიელ-ქართველი კომპოზიტორი ალექსანდრე კორძაია წარმოადგენს მულტიმედია პროექტს "Lost in Sound".

ორივე ნამუშევარი იწვევს აუდიტორიას აქტიური ინტრეაქციისკენ.


პრეზენტაცია/პერფორმანსი.

ახალი გზების და ფორმების ძიებაშია შვეიცარიელ-ქართველი მუსიკოსი ალექსანდრე კორძაია, ის გაუზიარებს მსმენელს თავის სამომავლო პროექტს „Lost in Sound“, რომლის პრემიერაც დაგეგმილია 2026 წელს ნიდერლანდებში, ანსამბლ Asko Schönberg-თან ერთად. „Lost in Sound“ ვიდეოთამაშია, რომლის თამაშისას   იწერება კომპოზიცია.

კონცერტის შემდეგ, მსმენელეს შეეძლება თვითონ გამოსცადოს თამაში და შექმნას საკუთარი კომპოზიციები.

https://www.instagram.com/reel/DF-YF3JI_N0/?igsh=MWQyZ3Rsb2VzcXI2Mg%3D%3D 


ახალგაზრდა ქართველი კომპოზიტორის გიორგი კობერიძის ნამუშევარი „Mur Mur“, Close Encounters-ის პროგრამაში პირველად აერთიანებს ინსტალაციას და პერფორმანსს. პროექტი წარმატებით შესრულდა Open Space Innsbruck-ის ფარგლებში და სწორედ ამ საღამოს პირველად შესრულდება საქართველოში. ნაწარმოები იწვევს მსმენელს,
მიუახლოვდეს ინსტალაციას, თითქმის  ყური მიადოს და გაიგონოს მისი ნატიფი და იდუმალი ხმები. 

საღამო დასრულდება: COBERT B2B KORDZ - DJ Set. 

https://www.instagram.com/reel/DFr8qS7I2_H/?igsh=MTZ5MXludWN4cHppbA%3D%3D 

96399c1b-731c-4551-bbb6-648cf78f14a1.jpeg 201.24 KB

III კონცერტი - Whispers & Pillars

17/02/25 - Mutant Radio-სსაკონცერტო სივრცე

21:00 სთ 

ბილეთები

ანსამბლი KIOSK-ი, რომელიც აერთიანებს შვეიცარიელ, ქართულ და გერმანელ არტისტებს, წარმოგვიდგენს ახალ და მრავალფეროვან პროგრამას. კონცერტზე შესრულდება რუსუდან მეიფარიანის და ნატალია ბერიძის ნაწარმოებები (პრემიერა).

ანსამბლს შეუერთდება ჩელისტი კაროლინა ომანი, რომელსაც ქართველი მსმენელი კარგად იცნობს წინა ფესტივალებიდან.

პროგრამის ნაწილებს შორის, Trio u /r შექმნის მშვიდ, თითქმის ინსტალაციურ კონტრაპუნქტს "ხმოვანი სვეტების" ფორმით.

ან საღამოს შესრულდება თანამედროვე პროგრამა – მცირე ექსკურსით მე-20 საუკუნის დასაწყისში.


 


ფესტივალის მხარდამჭერები არიან: TBC Concept, Fabrika, Fondation SUISA,Swiss arts council Pro Helvetia, Stadt Zürich Kultur.