ზაფხული აღმოჩენებისა და თავგადასავლების სეზონია. დასვენებისა და არდადეგების ყოველი დღე დაუვიწყარ ემოციებთან ასოცირდება და დასამახსოვრებელი მოგონებები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში თან მიგვყვება. საზაფხულო დღეების გატარება კიდევ უფრო კომფორტული და სასიამოვნო რომ გახდეს, თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ყველაზე ცხელ თვეში - აგვისტოში განსაკუთრებული სეზონური შეთავაზებები მოუმზადა სხვადასხვა კატეგორიაში, იქნება ეს საზაფხულო ივენთები და ღონისძიებები, მასტერკლასები თუ შოპინგი. გიზიარებთ აგვისტოს კალენდარს, რომელშიც თიბისი კონცეპტის მიმდინარე შეთავაზებებს გაგაცნობთ.

ციხისძირში მდებარე შუქურა მთელი სეზონის განმავლობაში Summer Series უმასპინძლებს. საზაფხულო ივენთების სერია უამრავ გამორჩეულ შემსრულებელს აერთიანებს და სტუმრებს მუსიკალურ დღესასწაულს სთავაზობს, რომელიც იდეალურად ერწყმის შუქურას გარემოს. ღონისძიებების სერიას მხარს უჭერენ თიბისი კონცეპტი და VISA, თიბისის POS ტერმინალზე კონცეპტ Visa ბარათით გადახდისას საზაფხულო ივენთების სერიაზე თანხის 15%-ს დაიბრუნებთ. 

ასევე, თიბისი კონცეპტისა და VISA-ს მხარდაჭერით, შუქურაში კულინარიული მასტერკლასების სერიაც გაიმართება, რომლის ფარგლებშიც კულინარიის მოყვარულებს აჭარა ჯგუფის ბრენდ შეფები საინტერესო გამოცდილებას გაუზიარებენ. აუზის ტერასაზე 9 აგვისტოს მასტერკლასს ჩაატარებს Lolita-ს ჰედ შეფი იო კურდღელაშვილი, 23 აგვისტოს Stamba-ს ჰედ შეფი ლევან ქარსელაძე, ხოლო 6 სექტემბერს Shukura-ს ჰედ შეფი გიორგი თათარიშვილი. თითოეული მასტერკლასი მთავარ კერძთან ერთად, ნატურალურ ღვინოს და შეფთან ერთად მომზადებულ დესერტს გააერთიანებს. თიბისი კონცეპტის VISA ბარათის მფლობელებისთვის კულინარიულ მასტერკლასებზე მოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება.

აგვისტოს კიდევ ერთი გამორჩეული ღონისძიებაა კინოსა და ღვინის საერთაშორისო  ფესტივალი - Winecast, რომელიც 20-22 აგვისტოს თბილისის ღვინის მუზეუმში, ხოლო 23-24 აგვისტოს შატო მუხრანში გაიმართება. Winecast-ის ფესტივალი ღვინისა და კინოს სამყაროს აერთიანებს და მასპინძლობს რეჟისორებს, პროდიუსერებს, მეღვინეებს, სომელიეებს, ჟურნალისტებსა და შემოქმედებით ადამიანებს მთელი მსოფლიოდან. ფესტივალი მოიცავს კინოჩვენებებს ღია ცის ქვეშ, ღვინის თანხლებით, უმაღლესი ხარისხის ქართული და უცხოური ღვინის, ნუგბარისა და ჩაროზის დეგუსტაციებს, შეხვედრებსა და დისკუსიებს ფილმებისა და ღვინის ავტორებთან, საინტერესო პანელურ დისკუსიებსა და მრავალფეროვან აქტივობებს. Winecast ფესტივალის ბილეთების შეძენისას, თიბისი კონცეპტის სადებეტო ბარათებით ისარგებლებთ 20%-იანი ფასდაკლებით.